x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134534
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
საინტერესო ფაქტები პრინცესა დიანას შესახებ

image




გოგონა სრული სახელით– დიანა ფრენსის სპენსერი დაიბადა 1961 წლის 1 ივლისს. ყველას ახსოვს თუ როგორი მომხიბვლელი ქალბატონი ბრძანდებოდა იგი. მაგრამ მის ბიოგრაფიაში არის ისეთი ფაქტები, რაც მოულოდნელობით გაგაკვირვებთ.


1. პრინცესა დიანას დაბადების მომენტში ფანჯრიდან ხმამაღალი აპლოდისმენტების ხმა გაისმა. იქვე მეზობლად გოლფის მოედანზე ერთ-ერთმა მოთამაშემ ერთი დარტყმით ზუსტად ისროლა ბურთი და მიზანს მიაღწია. ოჯახში კარგის მომასწავებლად მიიჩნიეს ეს ფაქტი.


2. დიანას მშობლები მკაცრი არისტოკრატული და ტრადიციული წესებით ზრდიდნენ თავის შვილებს. არანაირი კოცნა, არც მშობლების ხვევნა და ამბორი, არც თანაგრძნობის სიტყვები. მშობლებსა და შვილებს შორის მუდამ ცივი და დისტანციური დამოკიდებულება არსებობდა. როგორც მიღებული იყო მაღალ წრეებში.



3. მშობლები გაცილდნენ, როცა დიანა ჯერ 7 წლის იყო. იმ დროისათვის განქორწინება საკმაოდ იშვიათი მოვლენა იყო. საზოგადოება უფრო მკაცრად განსჯიდა მაშინ ამას, ვიდრე ახლა.


4. დიანას ძალიან უყვარდა ცეკვა. სკოლის პერიოდში მან გაიმარჯვა კონკურსში და ოცნებობდა ბალერინობაზე მომავალში. მაგრამ მას ხელი სიმაღლემ შეუშალა (178სმ).


5. სანამ პრინცი ჩარლზი რომანტიულ ურთიერთობას გააბავდა დიანასთან. იგი ხვდებოდა მის უფროს დას სარა სპენსერს.


6. როდესაც პრინცესა დიანა გადავიდა ლონდონში მისი სრულწლოვანების ასაკში, ის მუშაობდა ძიძად საბავშვო ბაღის აღმზრდელად. ერთი საათის მუშაობა კი ერთ ფუნტს არ აღემატებოდა.


7. დიანას არისტოკრატული ფესვები უფრო ღრმა იყო ვიდრე მმართველი სამეფო ოჯახის. იგი მეექვსე თაობის შთამომავალი იყო ინგლისის დედოფალი მარიამ სტიუარდის.


image


8. “ზღაპრული ქორწილი", “საუკუნის ქორწილი", –ეს სანახაობა, რომელსაც ოფიციალური მონაცემებით აკვირდებოდა 750 მილიონი ადამიანი–არ ჩაუვლია ცუდი მინიშნებების გარეშე. მაგალითად: დიანა როდესაც საქორწინო ფიცს სდებდა ქმრის წინაშე შეცდომით მამამთილის სახელი წარმოთქვა. ხოლო ჩარლზმა ტრადიციული “გპირდები შენთან ერთად გავიყო ყველაფერი, რაც მე მეკუთვნის."

– ფრაზის მაგივრად თქვა:“გპირდები გავყო ყველაფერი, რაც გეკუთვნის შენ."


9.მდუმარე თანხმობით სამეფო ოჯახისა და ცერემონიალის ხელმძღვანელობისა სიტყვა უპირობო მორჩილებისა ქმრისადმი დიანას თხოვნით იყო ამოღებული პრინცესას ფიციდან. ქეით მიდლტონმაც პრინცესა დიანას მაგალითზე ამოიღო ფრაზა თავისი საქორწინო ფიციდან, უპირობო მორჩილებისა ქმრისადმი.


10. “სახალხო პრინცესას" ტიტული დიანას, დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ტონი ბლერმა მიანიჭა.



11. პრინცი უილიამი უნდა უმადლოდეს პრინცესა დიანას სახელის დარქმევას, რადგან რომ არა მისი სიჯიუტე მას მისი მამა არტურს დაარქმევდა.


image


12. პრინცესას უყვარდა თეთრი ფერის ზედა სამოსი. მისი გარდერობი უამრავი თეთრი ფერის კოფთებით იყო გავსებული. ყოველ მათგანს კი ის დამოუკიდებლად ყიდულობდა.




3
1298
10-ს მოსწონს
ავტორი:თამარი555
თამარი555
1298
  
2013, 17 აგვისტო, 23:02
გმადლობთ
2013, 17 აგვისტო, 22:58
საყვარელი სტატიაა:)
0 1 3