x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134573
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
საგამოცდო ციებ-ცხელება ანუ "ჩემი შვილი დოხტური უნდა გამოვიდეს"

imageზაფხული.
გამოცდები დამთავრდა, ციებ-ცხელება კი ჯერ არ განელებულა.


ჩაირიცხა თუ არა? სად? გრანტი?


...


სამი წელი ამზადებდნენ და ... 1 ქულა დააკლდა, ვერ გადალახა,
გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ, ჩაიჭრა!


ხვალ გასასაჩივრებლად მიდიან. იქნებ 1 ქულა მოუმატონ...
და გადარჩება, ჩაირიცხება!


ვერ გაამტყუნებ, დასაკარგი არაფერი აქვთ...


ვერ გაამტყუნებ?


და ისევ ჩვენი მენტალიტეტის დამახინჯებული ნაწილი, პირობითი
სახელწოდებით „ჩემი შვილი დოხტური უნდა გამოვიდეს!“


საყვარელო დედები და მამებო, ბებიებო და ბაბუებო, სამი
წლის მომზადება ზღვარის გადასალახავად თუ არ ეყო, შეძლებს ვითომ უნივერსიტეტში სწავლას?


არ ჯობია წარმატებული მზარეული, სტილისტი ან ექთანი
დიპლომიან, სახლში მჯდომ და ბედზე მომჩივან იურისტს, ექიმსა თუ ეკონომისტს?


გეხვეწებით, დაინდეთ თქვენივე შვილები, ნუ ააცდენთ გზას
და ნუ შემატებთ სახელმწიფოს კიდევ ერთ დიპლომირებულ უცოდინარს!


ნუ გაწირავთ თქვენს შვილებს უაზრო და სასაცილო ამპარტავნობისთვის, თქვენ ხომ ყველაზე კარგად იცით მათი შესაძლებლობები, რისი კეთება და სწავლა შეუძლიათ.


გთხოვთ, დაანებეთ თავი „ რითაა ჩემი შვილი სხვაზე ნაკლებიაობას“
და შეუწყვეთ ხელი მათი უნარების სწორად წარმართვას.


მერწმუნეთ, პროფესიონალი მზარეული ათასწილ ჯობია არაპროფესიონალ ექიმს! არც სოფლის მეურნეა ვინმეზე ნაკლები...


თქვენ კი, ძვირფასო აბიტურიენტებო, კარგად გაარკვიეთ რისი კეთება შეგიძლიათ და გინდათ, იყავით საკუთარი უნარების და არა მხოლოდ მამების ფულის იმედად! მერწმუნეთ, ასე საკუთარი თავის რწმენაც გაგიძლიერდებათ, რაც ცხოვრებაში აუცილებელია.



იშვიათად ვწერ ასეთ სუბიექტურ პოსტებს და ამჯერადაც ბოდიშს ვიხდი...

4
78
6-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
78
  
2013, 12 აგვისტო, 13:47
სახლში მჯდომი და ბედზე მომჩივანი იურისტი–– აი ვინ ვარ მე : ამოვიცანი საკუთარი ტავი...მეც მსგავსი რამის მსხვერპლივართქო ვერ იტყვი,თავად გადავწყვიტე რომ აუცილებლად უნივერსიტეტი უნდა დამემთავრებია,მაგრამ ეს უფრო მეტად იმიტომ რომ პედაგოგების ოჯახში ვცხოვრობ (დედა,დეიდა,და) და ასე რომ ვთქვათ "მიტყდებოდა" უნივერსიტეტის არ დამთავრება და ჩავაბარე კიდეც,თუმცა ძალინ ვნანობ დრეს,მიუხედავათ იმისა რომ კარგი სტუდენტი ვიყავი,სტიპენდიაც მქონდა,მაგრამ არმომცა უნივერსიტეტმა ის განათლება და ის სიყვარული ჩემი პროფესიის მიმართ რომელიც უნდა მოეცა,ამიტომაც დღეს ცუდ მდგომარეობაში აღმოვჩნდი და არვიცი რა მინდა ,რა შემიძლია და საერთოდ რა ვაკეთო,ამიტომ მაქვს ნერვოზის ნიშნები :):):) ასე რომ თუ ვინმეს ჩემი ეს ამაბვი გამოგადგებათ რამეში ერთი კეთილი საქმეც მიემატება ცემს ბევრ თუ მცირე კეთილ საქმეებს...ისწავლეთ და ჩააბარეთ უნივერსიტეტში მხოლოდ იმ შემთხვევაში,თუ დარწმუნებულები ხართ რაზეც აბარებთ ძან რო გიყვართ ,წინააღმდეგ შემთხვევაში დაანებეთ თავი დიპლომიანობის თემას,განათლებულობა დიპლომით არ იზომება!!!
2013, 10 აგვისტო, 23:42
ექიმების დაშვებულ შეცდომას მეც დღემდე ვიმკი, მაგრამ სადაა სამართალი ჩვენს ქვეყანაში? საცდელი ბაჭიებივით გვექცევიან.
2013, 10 აგვისტო, 19:37
არ ვიცი როგორ, მაგრამ რამენაირად უნდა შეიცვალოს ეს მენტალიტეტი, ბავშვები არიან ცოდვა... ისიც უნდა გაითვალისწინონ, რომ გამოუყენებელი დიპლომი ხელის შემშლელია ცხოვრებაში, რადგან მერე ეწყება ადამიანს ზოგიერთი სამსახურის მიმართ "უკადრისობა" და რჩება ასე მთელი ცხოვრება მოლოდინსა და ვიშვიშში.
აი ექიმებზე კი ალბათ ცალკე პოსტია დასაწერი, რაც საქართველოში ხდება სისხლის სამართლის დანაშაულადაც კი შეიძლება მივიჩნიოთ, ამას პირადი გამოცდილებიდან ვამბობ.
(და ეს მიუხედავად იმისა, რომ ოჯახის თითქმის ყველა წევრი საკმაოდ წარმატებული ექიმი მყავს).
2013, 10 აგვისტო, 19:24
შეაყარე კედელს ცერცვი, ისე იქნება ამათი საქმე ჩემო ნათია, გეთანხმები რომ უცოდინრებით აივსო ქვეყანა და ექიმთან თუ დაგჭირრდა მისვლა (ღმერთმა არ დაგვაჭირვოს), "მკითხავი" უფრო მალე გაგიგებს რა გჭირს, ვიდრე ე.წ. პროფესორები. ხუთი სამსახური მაქვს გამოცვლილი და არცერთი არ იყო ჩემი პროფესიული განხრით, რადგან სამედიცინო დავამთავრე და შენი ცოდნა არავის დაჭირდა, თუ კაცი არ გყავს ან ფულიანი მამიკო, მაპატიეთ და ვერსად შეეტენები, ასე, რომ ზოგჯერ ვამზიურებ და მტვერს ვწმენდ ხოლმე დიპლომზე.
0 1 4