x
image
worldsport.ge
მარადონას წარსულის კუბური შტრიხები

imageამერიკის შეერთებულ შტატებში გაქცეულმა კუბელმა ემიგრანტმა, ვინმე ხავიერ პალასიომ გამოაქვეყნა ავტობიოგრაფიული წიგნი, სადაც კუბაში მისი ცხოვრების პერიოდია აღწერილი, როდესაც სენიორ ხავიერი ფიდელ კასტროს რეჟიმს პოლიციელის მუნდირით იცავდა.
ყოფილი პოლიციელი წერს, რომ ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო მარადონა კუბას ფეხბურთელობის დროსაც ხშირად სტუმრობდა და მისი განარკომანება სწორედ კუბიდან დაიწყო, სადაც სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება “ჩეჩქივით” ეყარა.
ხავიერ პალასიო ასევე იხსენებს იმასაც, რომ კუბელ პოლიციელებს, რომლებსაც მარადონას ვილის დაცვა უწევდათ, ხშირად უნახავთ მთვრალი, ანდა ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ მყოფი არგენტინელი ფეხბურთელი, ვინც ათასგვარ სისულელეს სჩადიოდა ხოლმე. ცხადია, რომ მარადონას წარსულის ბნელი მხარეების გამოაშკარავების ეს მორიგი მცდელობა თავად დონ დიეგოს არ გაუხარდება...


www.worldsport.ge

0
627
1-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
627
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0