x
პერუს ეკონომიკა
პერუს ეკონომიკას ასახავს მრავალფეროვანი გეოგრაფია, კერძოდ არიდული დაბლობი სანაპირო რეგიონში, ანდების ცენტრალური სიერა, ამაზონის ხშირი ტყე, ტროპიკული მიწები ბრაზილიისა და კოლუმბიის საზღვარზე. სწორედ ასეთი ბუნებრივი მრავალფეროვნება განაპირობებს მისი მინერალური რესურსების სიმდიდრეს, რომლებიც მრავლად გვხვდება მთიან და ზღვისპირა ტერიტორიებზე. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ პერუს წყლები მდიდარია იხტიოფაუნით. რაც შეეხება მის ეკონომიკურ მდგომარეობას იგი პერიფერიულ მხარეს წარმოადგენს, ისინი კი ცოდნის დაბალი დონით ხასიათდებიან და დამოკიდებულნი არიან ბირთვ სახელმწიფოებზე. უნდა აღინიშნოს, რომ პერუ ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციების წევრია, როგორიცაა გაერო, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია, ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაცია, წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ფორუმი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოლფიო ბანკი და სხვ. იგი მიისწრაფვის მისი წვლილი გაიზარდოს აღნიშნულ ორგანიზაციებში და უფრო მეტად გააქტიურდეს.

2012 წელს პერუს მშპ იყო 325 მლრდ. დოლარი, ხოლო მშპ-ს ზრდის ტემპი 6.2%. მშპ ერთ სულ მოსახლეზე 10.700 დოლარი იყო, სექტორების მიხედვით კი: სოფლის მეურნეობა– 7.8%, მრეწველობა–33.9% და მომსახურების სფერო–58.4%(2012წ). სამუშაო ძალა 12 მილიონია, ხოლო სექტორების მიხედვით ასე გამოიყურება: სოფლის მეურნეობაში დასაქმებულია სამუშაო ძალის 0.7 %, მრეწველობაში–23.8%, ხოლო მომსახურების სფეროში-75.5%. უმუშევრობის დონე 7%-ია. სიღარიბის ქვემოთ მყოფი მოსახლეობის რაოდენობა 31.8%-ს შეადგენს. ინვესტიციები მშპ-ს 25%-ია(2012წ). ბიუჯეტი: შემოსავლები-58მლრდ$ და დანახარჯები 56მლრდ.$. ამჟამად სახელმწიფოს ვალი არის მშპ-ს 18%. ინფლაციის მაჩვენებელი 3.6%-ია.

სოფლის მეურნეობის პროდუქციიდან აღსანიშნავია: ყავა, კაკაო, ბრინჯი, ანანასი, ხორბალი, ფორთოხალი, კარტოფილი, სიმინდი, ყურძენი, ბანანი, ვაშლი, მსხალი, ქერი, სამკურნალო მცენარეები, პალმის ზეთი, ხორბალი, მანგო. ასევე უნდა აღინიშნოს რძის პროდუქტები, ღორის და ფრინველის ხორცი და თევზეული.

სამრეწველო პროდუქციიდან აღსანიშნავია: სამთო და გადამამუშავებელი წიაღისეული, ფოლადი, ბუნებრივი აირი, ნავთობის მოპოვება და გადამუშავება, ცემენტი, მინდა, ტექსტილი, ტანსაცმელი, საკვები პროდუქტები, ქიმიკატები, ავეჯი, სასმელი წვენები, ლუდი, ელექტრომოწყობილობა და სხვ.


ქვეყნის ექსპორტმა 2012 წელს 47 მლრდ $ შეადგინა, საექსპორტო საქონელი იყო: სპილენძი, ოქრო, ტყვია, თუთია, ვერცხი, რკინის მადანი, ნედლი ნავთობი და ნავთობპროდუქტები, ბუნებრივი აირი, ყავა, ხილი, ტანსაცმელი, ტექსტილი, ტექნიკა, ქიმიკატები, თევზი და სხვ. უნდა აღინიშნოს რომ, მთავარი ექსპორტიორი ქვეყნები არიან: ჩინეთი(18%), კანადა (11%), იაპონია(5.4%), ესპანეთი (5%), ჩილე(4.1%), გერმანია(4.5%) და სამხრეთ კორეა(4%).

2012 წელს იმპორტი იყო 41 მლრდ. დოლარი, ხოლო იმპორტულ პროდუქტს შეადგენდა: ნავთობი და ნავთობპროდუქტები, ქიმიური ნივთიერებები, პლასტმასი, სატრანსპორტო საშუალებები, ფერადი ტელევიზორები, ტელეფონები და სხვა სატელეკომუნიკაციო მოწყობილებები, ქაღალდი, ბამბა, სოიოს პროდუქტები, სიმინდი, რკინა და ფოლადი, ვაქცინები და მედიკამენტები. ძირითადი პარტნიორები იმპორტში იყვნენ: აშშ-24%, ჩინეთი-13%, ბრაზილია-6.7%, ჩილე-5.2%, ეკვადორი-4.1% და სამხრეთ კორეა-4%.

image

დიაგრამა N1.


პერუს სახელმწიფოს ვალი არის 38 მლრდ. დოლარი, ხოლო უცხოური ინვესტიციების წილი ქვეყნის შიგნით 59 მლრდ. დოლარია, რაც შეეხება საზღვარგარეთ განხორციელებულ ინვესტიციას მისი რაოდენობა შეადგენს 3 მილიარდ დოლარს.

პერუს გეოეკონომიკური წინსვლა 2006 წლიდან დაიწყო, ხოლო 1995-დან 2006 წლამდე სიტუაცია არასტაბილური იყო. მისი ეკონომიკა დივერსიფიცირებულია, თუმცა სავაჭრო პოზიციებში ექსპორტი მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ვაჭრობა და მრეწველობა ძირითადად ცენტრალიზებულია ლიმაში, ხოლო სოფლის მეურნეობის პროდუქტის ექსპორტი პერუს თითქმის ყველა რეგიონიდან ხდება. ისტორიულად, პერუს ეკონომიკას მიბმული აქვს ექსპორტი, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის იმპორტს და საგარეო ვალის გადასახადს. ბოლოდროინდელმა ეკონომიკურმა ზრდამ პერუში გააუმჯობესა სავაჭრო პირობები და ინვესტიციები. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 2006 წელს აშშ-მ და პერუმ მოაწერეს ხელი შეთანხმებას თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, ხოლო იგივე ხელშეკრულება ჩინეთთან, სინგაპურთან, ტაილანდთან, კანადასთან და ჩილესთან გააფორმა 2009 წელს. ამჟამად კი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება გაიგზავნა ევროკავშირში და დამტკიცების პროცესშია.

ინფლაცია 2006 წელს ლათინურ ამერიკაში, შესაბამისად პერუშიც ერთ-ერთი ყველაზე დაბალი იყო, მხოლოდ 1.8%, თუმცა 2007 წელს გაიზარდა ნავთობისა და სასაქონლო ფასების საპასუხოდ და მიაღწია 5.5%-ს.

პერუს გეოეკონომიკა განსხვავებული იყო გასული წლების განმავლობაში. 1968-1975 წწ-ში მთავრობების წარმომადგენელმა ხუან ველასკო ალვარადომ ქვეყანას რადიკალური რეფორმები შესთავაზა, რომელიც მოიცავდა აგრარულ რეფორმას, უცხოური კომპანიების საზღვარგარეთ გატანას, ეკონომიკური დაგეგმვის სისტემის დანერგვას. 1990 წელს კი, ნეოლიბერალური მთავრობის წარმომადგენელმა ალბერტო ფუჯიმორმა დაასრულა ფასების კონტროლის პოლიტიკა, პროტექციონიზმი, შეზღუდვები უცხოურ პირდაპირ ინვესტიციებზე და სახელმწიფოს მფლობელობა არსებულ კომპანიებზე. შესაბამისად, 2007 წელს პერუს ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი 9% იყო, ყველაზე დიდი ლათინურ ამერიკაში. 2006 და 2007 წლებში, ლიმას საფონდო ბირჟა გაიზარდა 185.24%-ში. თუმცა, 2008 წელს გლობალური კრიზისის ფონზე, ეკონომიკური ზრდა 2009 წელს მხოლოდ 0.9 პროცენტამდე დაეცა. პრო-საბაზრო პოლიტიკის მიმართულება, რომელსაც ფუჯიმორი ახორციელებდა, გაგრძელდა შემდეგი პრეზიდენტების მიერ და დღემდე მიმდინარეობს(ალეხანდრო ტოლედო, ალან გარსია).

მიუხედავად იმისა, რომ ლიმაში სიღარიბის მაჩვენებელი 31.1%-ია, ქვეყნის საერთო ტერიტორიაზე ფორმალურად, მოსახლეობის 54%-ია დასაქმებული.

როგორც ზემოთ აღვნიშნე, პერუ მდიდარია სასარგებლო წიაღისეულით. ესენია: სპილეძი, ოქრო, ვერცხლი, რკინის მადანი, თევზი, ქვანახშირი, ფოსფატი და ბუნებრივი აირი.


ორმხრივი გეოეკონომიკური კავშირები


პერუს უმსხვილესი უცხოური ინვესტორი და მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია აშშ. პერუ მონაწილეა რეგიონული ვაჭრობის ხელშეკრულების, რომელიც ითვალისწინებს ტრანს-წყნარ ოკეანურ ქვეყნებთან ურთიერთობას, რომელთა შორის აშშ-ც არის. აშშ-პერუს ორმხრივი ურთიერთობა ითვალისწინებს საერთო ძალებით აღიკვეთოს ნარკოტიკული საშუალებების, განსაკუთრებით კი კოკაინის შეტანა შტატების ტერიტორიაზე. ამჟამად აშშ 400-ზე მეტ კომპანიას ფლობს პერუში.

ეკონომიკური კავშირი სტაბილურია შვეიცარიასთან. მათ ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობა აქვთ. პერუს სტატისტიკის მიხედვით, შვეიცარია მეორე ყველაზე მნიშვნელოვან საექსპორტო ბაზარს წარმოადგენს. კერძოდ, პერუს ოქროს 97% აქ იყიდება. ხოლო შვეიცარიიდან პერუს იმპორტირებული პროდუქტებია: მანქანები, ფარმაცევტული საშუალებები, მანქანის ნაწილები და სხვადასხვა ინსტრუმენტები, ასევე ქიმიური საშუალებები. შვეიცარია პარტნიორია და აქ სხვადასხვა ფირმების მფლობელი. მისი ძირითადი ინვესტიციები ხორციელდება სამრწეველო სექტორში.


პერუს ეკონომიკური სტრატეგია და ინტერესები


2011 წელს პერუს მთავრობამ მიიღო “200 წლიანი გეგმა'', რომელიც ითვალისწინებს ცხოვრების დონის ამაღლებას შემდეგი სტრატეგიული ამოცანების შესრულებით: 1) ადამიანის უფლებების დაცვა; 2) სახელმწიფოს გაძლიერება; 3) ეკონომიკის, კონკურენტუნარიანობის და დასაქმების ზრდა; 4) ბუნებრივი რესურსების შენარჩუნება; 5) რეგიონული განვითარება. ასევე, “200 წლიანი გეგმა'' მიზნად ისახავს, ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი 10, 000 $ გახდეს და სიღარიბის დონე 5%–ზე ქვემოთ ჩამოვიდეს. პერუს გეგმა რეგიონში მყარი ფინანსური პოზიციის შექმნას ემსახურება. ასევე, მთავრობა მაქსიმალურად ცდილობს მოიზიდოს, როგორც საგარეო ასევე საშინაო ინვესტიციები ეკონომიკის ყველა სფეროში.



0
105
1-ს მოსწონს
ავტორი:თაკო ცეცაძე
თაკო ცეცაძე
105
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0