x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134546
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508605
ჩარლი ჩაპლინის სიტყვა

image


– როცა მე დავიწყე საკუთარი თავის შეყვარება, ტანჯვა და მწუხარება–ეს მხოლოდ გამაფრთხილებელი ნიშანი იყო, იმისა რომ ვცხოვრობ საკუთარი სიმართლის წინააღმდეგ. დღეს მე ვიცი, რომ ამას სინამდვილე ეწოდება.–


–როცა მე დავიწყე საკუთარი თავის შეყვარება, გავიგე თუ რა ძლიერ შეიძლება გაანაწყენო ვინმე, თუ აიძულებ თავისივე სურვილების შესრულებას, როდესაც დრო ჯერ არ მოსულა, და ადამიანი არ არის მზად, და ეს ადამიანი –მე ვარ. დღეს მე ამას აღიარებას ვუწოდებ.–


–როცა მე დავიწყე საკუთარი თავის შეყვარება, მე შევწყვიტე სწრაფვა სხვა ცხოვრებისაკენ, და უცებ დავინახე, რომ ყველაფერი რაც მე გარშემო მახლდა მიწვევდა მე გავზრდილიყავი. დღეს მას სიმწიფეს ვეძახი.–



-როცა მე დავიწყე საკუთარი თავის შეყვარება, ნებისმიერ მდგომარეობაში, მე ვიმყოფები საჭირო დროს, საჭირო ადგილას და ყველაფერი ხდება საჭირო მომენტში. ამიტომ შემიძლია ვიყო მშვიდად. ახლა მე ამას საკუთარი თავის რწმენას ვუწოდებ.


–როცა მე დავიწყე საკუთარი თავის შეყვარება, მე შევწყვიტე საკუთარი დროის მოპარვა და გრანდიოზული პროექტების სამომავლოდ დაგეგმვა. დღეს მე ვაკეთებ იმას რაც სიხარულს და ბედნიერებას მანიჭებს. რაც მიყვარს გავაკეთო და რომელიც ჩემს გულს სიხარულს მიანიჭებს. დღეს მე ამას ვუწოდებ უბრალოებას.–


–როცა მე დავიწყე საკუთარი თავის შეყვარება, მე შევწყვიტე მცდელობა ვყოფილიყავი მუდამ მართალი. და ამის შემდეგ ნაკლებად ვცდები. დღეს მე ამას ვუწოდებ თავმდაბლობას.–


–როცა მე დავიწყე საკუთარი თავის შეყვარება, მე შევწყვიტე განცდა წარსულსა და მომავალზე. ახლა მხოლოდ ამ მომენტით ვცხოვრობ. ვცხოვრობ თვითოეული დღით. და ამას ვუწოდებ განხორციელებას.–


–როცა, მე დავიწყე საკუთარი თავის შეყვარება, მივხვდი რომ გონებამ შეიძლება გამაღიზიანოს ისე რომ ავად გამხადოს. მაგრამ როდესაც ის გავაერთიანე ჩემს გულთან, იგი გახდა ჩემი ფასეული მოკავშირე. დღეს ამ ურთიერთ კავშირს ვუწოდებ გულის სიბრძნეს.


ჩვენ დღეს აღარ გვჭირდება კამათი, კონფრონტაცია და სხვადასხვა სახის პრობლემები სხვასთან ან საკუთარ თავთან. ვარსკვლავებიც კი

ეჯახებიან ერთმანეთს და ამის შედეგად ახალი პლანეტები წარმოიშვება. დღეს მე ამას ვუწოდებ– სიცოცხლეს–

2
210
4-ს მოსწონს
ავტორი:თამარი555
თამარი555
210
  
2013, 3 აგვისტო, 13:10
დიახ..
2013, 3 აგვისტო, 13:09
მაგარი ადამიანი !!!!!!
0 1 2