x
მეტი
  • 20.10.2019
  • სტატია:95759
  • ვიდეო:343119
  • სურათი:457730
ნაპოლეონის გამონათქვამები და მაქსიმები ( ნაწილი XI )

image

- ღარიბად დარჩენის ყველაზე ზუსტი საშუალება ესაა: იყო პატიოსანი.


- რევოლუციაში ჩვენ ვაწყდებით ორი ყაიდის ხალხს: ვინც რევოლუციას ახდენს, და ვინც თავისი მიზნებისთვის იყენებს მას.


- შემთხვევა - აი, ერთადერთი კანონიერი მბრძანებელი მთელ სამყაროში.


- უმაღლესი რანგის ადამიანი უვნებოა თავისი არსით: მას აქებენ, თუ გმობენ, მისთვის არა აქვს მნიშვნელობა; ის მხოლოდ თავისი სინდისის ხმას უგდებს ყურს.


- მას შემდეგ, რაც წიგნების ბეჭვდა გამოიგონეს, ყველანი მხოლოდ განათლების მეფობას უხმობენ, მაგრამ მხოლოდ იმისთვის, რომ მას ლაგამი ამოსდონ.


- არ ვარგა, თუ ჭაბუკები წიგნებით ეცნობიან სამხედრო ხელოვნებას: აი, ნამდვილი საშუალება უხეირო გენერლების აღსაზრდელად.


- ჩემს გენერლებს თითქმის არასოდეს არ ვაძლევდი ვრცელ რჩევა_დარიგებებს - მხოლოდ ვუბრძანებდი გაემარჯვათ.


- ებრაელები ჩემს არმიას სურსათ_სანოვაგით ამარაგებდნენ პოლონეთში. საიმდროისოდ უკვე დამებადა აზრი მიმენიჭებინა მათთვის პოლიტიკური არსებობა როგორც ერისა და მოქალაქეთათვის. მათი მხრიდან კი მხოლოდ იმის მზადყოფნას შევხვდი, რომ ჩემთვის თავიანთი ძველი სამოსი მოეყიდათ. იძულებული გავხდი ძალაში დამეტოვებინა კანონი მევახშეობის წინააღმდეგ, რითაც ელზასელი გლეხები მადლიერნი დამრჩნენ.


- თეოლოგია რელიგიისთვის იგივეა, რაც საწამლავი საჭმელში.


- უფრო ადვილია დაარსო რესპუბლიკა ანარქიის გარეშე, ვიდრე მონარქია - დესპოტიზმის გარეშე.


- თუ ხალხები აღარ ჩივიან, ისინი აღარ აზროვნებენ.


- როცა სავსე მუჭებით აპნევენ პატივს, ბევრი უღირსი აცხრება მას; უდავო დამსახურების მქონენი კი განზე რჩებიან. ვინ დაუწყებს ძებნას ეპოლეტებს ბრძოლის ველზე, როცა შეიძლება იშოვო ისინი ვისიმე წინკარში?


- ღმერთმა თავს იდო შრომა - ყოფილიყო სიქველის მცველი.


- თუ დაუფიქრდები იმას - თუ რა არის დიდება, იმ დასკვნამდე მიხვალ, რომ ის ცოტაზე თუ დაიყვანება. რასაც არ უნდა ამბობდნენ უბირნი, ცამდე აჰყავდეთ ბრიყვნი, იწონებდეს თუ ყბად იღებდეს ბრბო, აქ არ არის ის, ვინც შეადგენდა განსაკუთრებული სიამაყის საგანს.


- ამბობენ, რომ ფრანგ მღვდლებს და ფილოსოფოსებს მისიონერები ჰყავთ, რომლებიც პროვინციებში მიდი-მოდიან. ეს უნდა გვაგონებდეს ავგუსტინელებისა და კორდელიერების უწინდელ დისპუტს. მთავრობა რა, უკვე აღარ არსებობს?


- პატრიოტიზმი - ეს არის პირველი ნიშანი ცივილიზებული ადამიანისა, ხარისხი, რომელიც განასხვავებს ადამიანს მონისგან.


- ისეთ გეგმებს მომაწერენ, რომლებიც არასდროს მქონია; გაჩნდება კითხვა, მსურდა თუ არა მსოფლიო ბატონობა. დიდხანს იმსჯელებენ იმის გასარკვევად, ჩემი აბსოლუტური ძალაუფლება და თვითნებური ქმედებები ჩემი ხასიათიდან გამომდინარეობდა თუ გათვლების შედეგი იყო, ჩემი დაუსრულებელი ომები ჩემი სურვილით წარმოებდა თუ დაცვის საშუალება იყო. ამ ყველაფრიდან კი შეიქმნება ლეგენდა, რომელსაც ჩემს ცხოვრებას დაარქმევენ.


- რელიგია - ეს არის ის, რაც აბრკოლებს ღარიბებს, დახოცონ მდიდრები.

0
165
4-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
165
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0