x
image
ჟანა გოგინაშვილი
სად ისვენებს რატი დურგლიშვილი


imageრატი დურგლიშვილი:


- მთელი ზაფხული დაგეგმილი მაქვს: 5 ივლისს მილანში მივდივარ, შემდეგ იურმალასა და რიგას ვეწვევი. მინდა, კიდევ სადმე წავიდე, მაგრამ ვნახოთ, ამას როგორ მოვახერხებ.

- ზაფხულს მხოლოდ გართობას უთმობ თუ შემოქმედებითი კუთხითაც აქტიური იქნები?
- "ჯორჯია" იურმალაზე როგორც გამარჯვებული ჯგუფი, ისე მიიწვიეს, - ანუ მე და მაკას სიმღერა მოგვიწევს. სხვათა შორის, სალომე ქათამაძესთან ერთად დუეტსაც შევასრულებ.

- ყველაზე კარგად რომელი ზაფხული გახსოვს?


- ჩემთვის ყველაზე დასამახსოვრებელი ის ზაფხული გახლდათ, როცა კონკურსში - "იურმალა" გავიმარჯვეთ; ამ გამარჯვებას დაუვიწყარი ემოციები და შთაბეჭდილებები ახლდა... ბათუმში დასვენებაც თითქმის ყოველ წელს განსხვავებული და მაგარია, ჰოდა, ამ ულამაზეს ქალაქში

ყოველ ზაფხულს ჩავდივარ. მშვენივრად ვისვენებ ბორჯომის ხეობაშიც. სურვილი მაქვს, სვანეთი მოვიარო, მაგრამ არ ვიცი, ამას შევძლებ თუ ვერა.

- საზაფხულო გარდერობი უკვე განაახლე?


- საზაფხულო გარდერობს მილანში განვაახლებ. მინდა მათ მივმართო, ვისაც კარგად ჩაცმა უყვარს: შოპინგისთვის მილანი ყველაზე კარგი ადგილია. ამ ქალაქიდან სიმპათიურად ჩაცმული დაგიბრუნდებით (იცინის).

1
221
6-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:ჟანა გოგინაშვილი
ჟანა გოგინაშვილი
221
  
2013, 9 ივლისი, 10:14
შენ სად ისვენებ ჟანა?
0 1 1