x
image
ჟანა გოგინაშვილი
ახალი ხმის მონაწილე სოფო ნინოშვილი პირადის შესახებ


imageსოფო ნინოშვილი პროექტ “ახალი ხმის" მონაწილეა. პირველივე ტურში ჟიური ისე მოხიბლა, რომ სიმღერის დაწყებიდან რამდენიმე წამში ჟიურის ოთხიდან სამი მისკენ დაუყოვნებლივ შეტრიალდა. მსგავსი შემთხვევა ე.წ. “ბრმა ქასთინგზე" არ მომხდარა. სოფოს სიმღერამ ვერც დათო ფორჩხიძე დატოვა გულგრილი და მანაც ღილაკს დააჭირა. მომღერალმა სტეფანეს და მაიას გუნდში ყოფნა არჩია და როგორც თავად გვითხრა ამით ძალიან კმაყოფილია.
სოფომ რინგის ტურში ეკა ამყოლაძეს მოუგო ლაივ ტურს კი სამწუხაროდ გამოეთიშა.
“სიმღერა ადრეული ასაკიდან დავიწყე. მგონი ლაპარაკის ნაცვლად სიმღერა ვისწავლე. დედაჩემი ვოკალის პედაგოგია, საკუთარი სტუდია აქვს გორში. ჩემზე რა თქმა უნდა ამანაც იქონია დიდი გავლენა. სულ სცენაზე ვიდექი, ვიღებდი სხვადასხავა კონკურსებზე მონაწილეობას, ვთამაშობდი სპექტაკლებში. პირველი ჩემი სერიოზული კონკურსი “ახალი ხმაა". გამიმართლა, რადგან ამ კონკურსში მოვხვდი. ძალიან მინდა თეატრალურ უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება. წელს ვგეგმავდი ჩაბარებას, მაგრამ ამ პროექტის გამო გადავდე. ძალიან მინდა, ჩემი მომავალი პროფესია კვლავ სცენას უკავშირდებოდეს. ამიტომ ვირჩევ თეატრალურს.
– დედაშენი როგორც თქვი ვოკალის პედაგოგია. ალბათ მას ძალიან უნდოდა შენც მუსიკას გაყოლოდი და ამაში ხელს გიწყობა. მომიყევი დედაშენსა და შენს ოჯახზე. და-ძმები თუ გყავს?
– დედაჩემს მართლაც დიდი წვლილი მიუძღვის იმაში, რომ დღეს მე აქამდე მოვედი. ვხვდები, რომ ჯერ ბევრი მაქვს სასწავლი და გასაკეთებელი. სხვა ვოკალის პედაგოგთან არასდროს მივლია. დედა ჰქონდა ანსამბლი `ცისარტყელა~. იყო ცეკვისა თუ სიმღერის მასწავლებელი. გაგიკვირდებათ და დიზაინერეც კი. მახსოვს უკვირდა ხალხს, ამდენ რამეს როგორ ასწრებსო. იმდენად უყვარს თავისი საქმე, რომ ამით არ იღლებოდა. შიდა კონკურსებზე ჩვენს ანსამბლს ჰქონდა ბევრი ჯილდო და გრამპრი. სახლში ჯილდოებისა და დიპლომების დიდი კედელი გვაქვს.
მას უნდა, რომ წარმატებული ვიყო და ამისთვის ბევრ რამეს აკეთებს, ხელს მიწყობს ყველაფერში. მისი მადლობელი ვარ.
მყავს ორი უმცოსი ძმა. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახში ყველა ვმღერით ჩემს უმცროს ძმას ლევანს არასდროს ჰქონია სურვილი ემღერა. არ მახსოვს მისი წაღიღინებაც კი. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ამაში მე და დედაჩემს არ დაგვემსგავსა. ფეხბერთი უყვარს ძალიან. უმცროსი ძმა სკოლაში სწავლობს. თუ გაუჩნდება სურვილი, რომ მომავალში იმღეროს, ძალიან მოხარული ვიქნები.
რაც შეეხება მამას. ჩემი მშობლები გაშორებულები არიან. მამასთან ძალიან ახლო ურთიერთობა მაქვს. ხელს მიწყობს, რომ წარმატებული კარიერა მქონდეს. ეს ძალიან მიხარია და ვაფასებ.
– სკოლაში როგორ სწავლობდი? უთავსებდი მუსიკასა და სწავლას?
– არ ყოფილა ჩემს ცხოვრებაში ისე, რომ მთელი დრო მუსკას წაეღო. სწავლას და მუსიკას ვუთავსებდი, მაგრამ რომ ვთქვა, რომ უმაღლეს შეფასებებს ვიღებდი სკოლაში, ტყუილი იქნება. ზოგადად სიმღერა იყო ჩემთვის მთავარი.
– როგორც მითხარი ადრეული ასაკიდან მღერი. “ახალ ხმამდე" იყო ძალიან წარმატებული მუსიკალური პროექტებიც. რატომ არ მიიღე მონაწილეობა?
– კი იყო “ჯეოსტარი", “ვარსკვლავების აკადემია". მშობლები, მეგობრები, ახლობლები სულ მეუბნებოდნენ, რომ მონაწილეობა მიმეღო. რატომღაც არასდროს გამჩენია სურვილი. არ ვიცი რატომ. ალბათ არ მომწონდა ამ პროექტების ფორმატი.
როდესაც “ახალი ხმის" შესახებ გავიგე ძალიან მომეწონა ეს პროექტი და არც კი დავფიქრებულვარ. მაშინვე მივხვდი, რომ აუცილებლად უნდა მიმეღო მონაწილეობა. ეს ჩემი პირველი სერიოზული პროექტია.
– რამ “მოგხიბლა" “ახალი ხმის" ფორმატში მონაწილეობის მიღება რომ გადაწყვიტე?
– სხვა მუსიკალური კონკურსებისგან განსხვავებით, “ახალი ხმა" გაძლევს იმის საშუალებას, რომ შენი ინდივიდუალურობა შეინარჩუნო. მე მაქვს საშუალება ვიყო ისეთი, როგორიც მინდა. ვფიქრობ, ყველაზე კარგი მუსიკალური პროექტია.
– პირველ საკონკურსო დღეს საკუთარი ინტერპრეტაციით შესრულებულმა სიმღერამ დიდი მოწონება დაიმსახურა. დაიწყე თუ არა სიმღერა ჟიურის სამი წევრი მაშინვე შემოტრიალდა და ბოლოს დათო ფორჩხიძეც მოხიბლე.
– სიმღერა პროექტის პროდიუსერებთან შეთანხმებით შევასრულე და ძალიან მოხარული დავრჩი ისეთი სიმღერა, რომ ავარჩიეთ რომელიც ძალიან მომწონდა. მაქსიმალურად ვეცადე, რომ ყველაფერი ჩამედო მასში. ჩემი გამოსვლა ორი წუთი გრძელდებოდა. ვიცოდი, ამ დროში შესაძლებელი იყო ჩემი ცხოვრების შეცვლა. როდესაც დავინახე, რომ სიმღერის დაწყებისას მწვრთნელები უცებ შემოტრიალდნენ, ვერ აგიღწერთ ისეთი ემოცია მქონდა. ის წუთები არასოდეს დამავიწყდება.
– წინასწარ თუ ელოდი ასეთ შედეგს? იცოდი ვის გუნდში იქნებოდი თუ ეს გადაწყვეტილება სპონტანურად მიიღე?
– იმედი მქონდა, რომ მწვრთნელები შემოტრიალდებოდნენ, მაგრამ ასეთ შედეგს ნამდვილად არ ველოდი.
თავიდან, როდესაც პრომო გადიოდა ტელევიზიით და ვნახე მაია და სტეფანე, მაშინვე ვთქვი, რომ მინდოდა მათ გუნდში ვყოფილიყავი და ვხვდები ძალიან კარგი არჩევანი გავაკეთე.
– რატომ მაინცდამაინც სტეფანე და მაია?
– ალბათ იმიტომ, რომ მეც იმ სტილის მუსიკას ვასრულებს, რასაც სტეფანე და მაია. მთავარი მიზეზი მათი არჩევისა ეს იყო და ძალიან კმაყოფილი ვარ.
– რინგზე შენ გაიმარჯვე. როგორ ფიქრობ, რამდენად ღირსეულად გადახვედი შემდეგ ტურში?
– ძალიან ძლიერ კონკურენტ _ ეკო ამყოლაძესთან ერთად ვასრულებდი დუეტს. ის ძალიან კარგი მომღერალი და ადამიანია.
ვფიქრობ, რომ სამართლიანი იყო ჩემი გადასვლა შემდგომ ეტაპზე. შოუა და მგონია, რომ დაინახეს ჩემში ის, რაც ამ პროექტს სჭირდება. თუმცა არ ვთვლი, რომ ეკო ჩემზე სუსტია.
ზოგადად მგონი ასეთი ძლიერი ნაკადი არ ერთ პროექტში არ ყოფილა. მეც მქონდა შიშის მომენტი. შენს თავზე ხარ დამოკიდებული როგორ შეასრულებ ამა თუ იმ სიმღერას.
– რა ხდებოდა კულისებს მიღმა, როგორი იყო პროექტის შიდა სამზარეულო?
– ერთი ოჯახივით ვიყავით. თითქმის ერთად ვცხოვრობდით. ყოველ დღე რეპეტიციები გვქონდა. მაია და სტეფანე ყველაფერში გვეხმარებოდნენ და მხარში გვედგნენ. ძალიან მაგარი ადამიანები არიან. ჩვენთან, მონაწილეებთან მეგობრული დამოკიდებულება ჰქონდათ. ყველანაირად გვეხმარებოდნენ და ცდილობენ, მაქსიმალურად გამოგვემჟღავნებინა ჩვენი მონაცემები.
– ლაივ შოუმდე მიხვედი და შემდგომ უკვე პროექტს გამოეთიშე. ელოდი ამას?
– სიმღერა, რომელიც ლაივ შოუზე უნდა მემღერა მწვრთნელებთან ერთად შევარჩიე და მაქსიმალურად მქონდა მორგებული და გათავისებული. მგონი ეს ჩემს ნამღერსაც შეეტყო. ვეცადე ყველაფერი გამეკეთებინა. ინტუიციურად ვგრდზნობდი, რომ ლაივ შოუზე დავტოვებდი პროექტს. გული რა თქმა უნდა დამწყდა, თუმცა ძალიან არა. ჩემი გასაკეთებელი გავაკეთე. გადავლახე ყველა სირთულე და ლაივ შოუმდე მივედი.
– შენს პირად ცხოვრებაზეც მომიყევი. როგორც ვიცი შეყვარებული გყავს. როგორ გაიცანი, დაოჯახებას ხომ არ გეგმავ.
– (იცინის) შეყვარებული მყავს. შიძლება, რომ ძალიან, ძალიან ვარ შეყვარებული. ზოგი ამბობს, რომ ხელს უშლის სიყვარული წარმატების მიღწევაში. ჩემს შემთხვევაში პირიქითაა. ჩემი შეყვარებული ყველანაირად მეხმარება იმაში, რომ მეტს მივაღწიო. “ახალ ხმაში", როდესაც ვიყავი ყველანაირად მეხმარებოდა, გვერდში მედგა. უნდა, რომ ოცნება ავისრულო კარიერის მხრივ.
ის ჯერ სწავლობს და ამიტომ დაოჯახებაზე ლაპარაკი ამ ეტაპზე ზედმეტია. მინდა, რომ მხოლოდ კარიერაზე ვიფიქროთ და შემდგე სხვა დანარჩენზე.
– სამომავლოდ რა გეგმები გაქვს?
– ჯერჯერობით კონკრეტულად სამომავლო გეგმა არ მაქვს. ვაპირებ, რომ ყველაფერი თავად გავაკეთო უკვე ჩემი კარიერისთვის. “ახალმა ხმამ" ბიძგი მომცა. ახლა უკვე ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული.

2
1173
9-ს მოსწონს
ავტორი:ჟანა გოგინაშვილი
ჟანა გოგინაშვილი
1173
  
2013, 11 იანვარი, 18:01
http://www.ambebi.ge/kultura1/68741-akhalbeda-momgherlis-piradi-ckhovreba.html :))) შენ ხომ არ ხარ ავტორი ნეტაა?? :D :D :D
2013, 11 იანვარი, 17:57
:D :D რა სასაცილო ხარ. ეტყობა იმდენს აკოპირებ ხოლმე, რომ აღარ გჯერა. გაერკვიე ჟურნალისტიკაში :D :D
0 1 2