x
image
ჟანა გოგინაშვილი
რატომ დაარქვა ნათია დუმბაძემ შვილს "დუდუ"

imageმომღერალი ნათია დუმბაძე 19 წლის ასაკში გათხოვდა. მისი რჩეული ბაჩო ბატატუნაშვილია. მათ უკვე ხუთი წლის ვაჟი _ დუდუ ჰყავთ.
შვილზე, ოჯახურ ცხოვრებაზე, სირთულეებსა და კარიერულ სიახლეებზე ნათია თავად გვესაუბრება.
"ჩემი მეუღლე საერთო მეგობრისგან გავიცანი. ერთმანეთი მაშინვე მოგვეწონა და შეყვარებულობის პერიოდიც დაიწყო. ექვსი თვის განმავლობაში ვხვდებოდით. ამის შემდგომ, რატომღაც მალევე გადავწყვიტეთ დაქორწინება. მოკლედ თვალის გახელა ვერ მოვასწარი, რომ უკვე ქორწილი მქონდა. მე 19 წლის ვიყავი, ხოლო ჩემი მეუღლე ბაჩო _ 24-ის. ალბათ ასე მალე იმიტომ დავოჯახდით, რომ მე და ჩემს მეუღლეს დიდი სიყვარული გვაკავშირებდა.
– ოჯახის შექმნისას ხშირად ხდება ხოლმე, რომ გარკვეულ სირთულეებს აწყდები, რომლის გადალახვა გიწევს. თქვენთან რა სირთულეები იყო?
– თავიდან ერთი წლის განმავლობაში მე და ჩემს მეუღლეს იდეალური ურთიერთობა გვქონდა. შემდეგ ცოტა გაგვირთულდა ურთიერთობა, რადგან ბაჩომ მუშაობა ისეთ სამსახურში დაიწყო, რომ მთელ დროს იქ ატარებდა და ცოტა ხანს ვატარებდით ერთად. მაშინ პატარა ვიყავი, ეხლა მეცინება ხოლმე, ამაზე რატომ ვეჩხუბებოდი. ამ პერიოდს დაემთხვა ჩემი ორსულობაც. საბედნიეროდ ეს რთული პერიოდი გადავლახეთ. შვიდი წელია ერთად ვართ და ნამდვილად იდეალური ურთიერთობა გვაქვს.
ნაადრევად გათხოვებას შენი მშობლები როგორ შეხვდენენ?
– დედაჩემი ნერვიულობდა. ზოგადად კი ყველა ჩემს გადაწყვეტილებას პატივს სცემდნენ ყოველთვის. ერთი სასაცილო ამბავი მახსენდება. ქორწილამდე ერთი თვე იყო დარჩენილი. მახსოვს დიდი ბლოკნოტით დავდიოდი და რაღაც საქმეებს ვაგვარებდი. ყოველ საღამოს, როცა სახლში დაღლილი მივდიოდი დედაჩემი მოდიოდა და მეუბნებოდა ხომ არ გადაიფიქრე გათხოვებაო. ეს იმირომ, რომ ეშინოდა. მამაჩემი ამ ამბავს ჩვეულებრივად შეხვდა. ბაჩო ძალიან შეუყვარდა.
– დროის გასვლასთან ერთად რა შეიცვალა შენი და ბაჩოს ურთიერთობაში?
– შეყვარებულობის პერიოდს არაფერი არ შეედრება. ძალიან მიყვარს ურთიერთობაში მრავალფეროვნება და სიახლეები. ჩვენი ურთიერთობა აღარ არის ისეთი, როგორიც შეყვარებულობის დროს იყო. თუმცა ბაჩომ ახლაც იცის ხოლმე სიურპრიზების მოწყობა. მაგრამ მე უფრო ხშირად ვუწყობ ხოლმე, ვიდრე ის.
შეიცვალა ის, რომ ამ წლების განმავლობაში ერთმანეთს ძალიან შევეჩვიეთ. ერთად გადავიტანეთ სიხარულიც და მძიმე პერიოდიც. მე არ მაქვს ის მომენტი, რომ ცოლი ვარ და ბაჩო ქმარია. სულ ვცდილობ მუდამ მისი შეყვარებული ვიყო. (იღიმის).
– დედამთილ-მამამთილთან როგორი დამოკიდებულება გაქვს?
– ყველანი ერთად, დიდ სახლში ვცხოვრობთ. დედამთილი ყველაფერში მეხმარება. ჩემი გრაფიკიდან გამომდინარე, ხშირად გვიან მიწევს მოსვლა. ბავშვის გაზრდაშიც სულ ჩართული იყო. მათთან ძალიან მეგობრული დამოკიდებულება მაქვს. ზოგადად ადვილად არ ვბრაზდები არაფერზე, წყენას გულში არასდროს ვიტოვებ და ეს ურთიერთობებში ძალიან მეხმარება.
– ქართველ კაცებს მეუღლეები ხშირად სამზარეულოში წარმოუდგენიათ ხოლმე და აქტიური ცოლი სულაც არ ხიბლავთ. შენს შემთხვევაში მგონი პირიქითაა.
– ნამდვილად. ყოველთვის ძალიან მინდოდა "ჯეოსტარში" მიმეღო მონაწილეობა. პირველად, როდესაც გამოცხადდა კონკურსი ორსულად ვიყავი, მეორედ ბავშვი პატარა მყავდა. მესამედ კი მეუღლის სურვილით, ქასთინგამდე ერთი წლით ადრე ვოკალის პედაგოგთან მოვემზადე, რომ კარგად წარვმსდგარიყავი კონკურსზე. ყველაფერში ხელს მიწყობდა, გვერდში მედგა. `ჯეოსტარზე~ ჩემი პირველი გულშემატკივარი ჩემი მეუღლე იყო.
ეჭვიანობის მომენტები რა თქმა უნდა იყო, მაგრამ ძალიან მცირე დოზით.
დღესაც სულ მეუბნება ხოლმე, საშუალება რომ მქონდეს ყველაფერს გაგიკეთებდიო, რომ უფრო მეტისთვის მიგეღწია მუსიკალურ სამყაროშიო. მოსწონს ჩემი სიმღერა.
– რა შეცვალა დედობამ?
– ერთ რაღაცაში გამოგიტყდებით. რაც უფრო იზრდება დუდუ, მით უფრო მეტად მიმძაფრდება მისდამი სიყვარული. ამას იმასაც ვაბრალებ, რომ ოცი წლის ასაკში გავაჩინე. ბავშვი ვიყავი, ბევრ რამეს ვერ ვაცნობიერებდი. ვერ აღვწერ იმ სიყვარულს, რასაც შვილის მიმართ განვიცდი. როდესაც მე და ბაჩოს პრობლემები გვაქვს, ფინანსური თუ სხვა, ყოველთვის იმას ვამბობთ, რომ შვილის გულისთვის ყველაფერს უნდა გავუძლოთ.
– დუდუ რამდენი წლისაა? ვინ გეხმარებათ მის გაზრდაში?
– დუდუ ხუთი წლისაა და უკვე ბაღში დადის. სექტემბრიდან კი სკოლაში მივიყვანთ. ჩემი დედამთილი, რომ არ დამხმარებოდა მის გაზრდაში ძალიან გამიჭირდებოდა. რა თქმა უნდა ამაში ჩემი მშობლებიც ჩართულები იყვნენ.
– მეუღლე გეხმარებოდა?
– ბავშვი, რომ გავაჩინე ზუსტად მაშინ ჩემს მეუღლეს ძალიან დატვირთული სამუშაო გრაფიკი ჰქონდა. ღამე რომ არ გამოეძინა მთელი დღე ვეღარ იმუშავებდა. ეხლა უფრო ჩართულია მის აღზრდაში, ვიდრე წლების წინ.
– დუდუს უცხო სახელი ჰქვია. საიდან შეურჩიეთ?
– მოფერებით მე და ჩემი მეუღლე ერთმანეთს ვეძახდით "დუ"-ს. შემდეგ ვთქვით მოდი ბავშვს ბარემ დუდუ დავარქვათო. (იღიმის)
– ერთ შვილზე აპირებთ გაჩერებას თუ კიდევ დგას დღის წესრიგში ბავშვის გაჩენა?
– კი ვაპირებთ შვილის გაჩენას. დაგეგმილიც გვაქვს, რომ ეს უახლოეს პერიოდში იყოს. ძალიან მინდა გოგო. ზოგადად სამი შვილი მინდა რომ მყავდეს.
დუდუ კარგად მღერის. ცოტა ხნის წინ დუეტიც ჩავწერეთ და კლიპიც გადავიღეთ. `ჯეოსტარზე~ მთხოვდა, რომ მეც გამომიყვანეო. (იცინის) არ მინდა მომღერალი იყოს. უბრალოდ მინდა სიმღერა იცოდეს. სურვილი მაქვს, სპოტრსმენი შვილი მყავდეს.
– შემოქმედებითი კუთხით რა სიახლეებია შენკენ?
– "ჯეოსტარმა" ძალიან ბევრი რამ შეცვალა ჩემს ცხოვრებაში. ხშირად მეძახიან სხვადასხვა კონცერტებზე მონაწილეობის მისაღებას, ასევე ვმღერი ხოლმე კორპორატიულ საღამოებზეც.
დეკემბერში, ანკარის საკონსულომ მიგვიწვია მე და თიკა მახალდიანი თურქულ გადაცემაში, სადაც საქართველოს სახელით ძალიან წარმატებულად გამოვედით. მათ ჩვენი ვიდეოები ნახეს და სურვილი გამოთქვეს, რომ მონაწილეობა მიგვეღო.
ეს გადაცემა შობას, თურქეთის ყველაზე ცნობილ არხზე გავიდა. შევასრულეთ უამრავი სხვადასხვა ენოვანი სიმღერა. ძალიან კმაყოფილები დავბრუნდით. ისეთი სტუდია დაგვხვდა, რომ მსგავსი საქართველოში არც არსებობს.
სიახლეა კიდევ ის, რომ ახალი სიმღერა ჩავწერე, რომელიც ლილიკო ნემსაძეს ეკუთვნის და 18 აპრილს მისივე საღამოზე შევასრულებ.
ძალიან მინდა კლიპის გადაღება, მაგრამ ამ ეტაპზე ვერ ვახერხებ, რადგან ეს დიდ თანხებთანაა დაკავშირებული.
გეტყვით იმასაც, რომ ამ ბოლო პერიოდის მანძილზე კონცერტები მოგვაკლდა, რაც ძალიან სამწუხაროა. ისევ და ისევ ჩვენ უნდა ვეცადოთ ეს მდგომარეობა გამოვასწოროდ.
– მუსიკით ირჩენ თავს თუ სხვა რამესაც საქმიანობ?
– მუსიკით თავის რჩენა საქართველოში შეუძლებელია. მიუხედავად იმისა, რომ უამრავ კონცერტზე გამოვდიოდი, დამატებით მაინც მიწევდა სადმეს სხვაგან მუშაობა. ახლა უკვე ჩემი პატარა ბიზნესი წამოვიწყე _ სოლარიუმი გავხსენი. სხვანაირად ძნელია თავის რჩენა.
– კიდევ ხომ არ აპირებ კონკურსებში მონაწილეობის მიღებას?
– თავიდან ვაპირებდი, მაგრამ გადავიფიქრე. ვთვლი, რომ საქართველოში კონკურსში მონაწილეობას აღარ მივიღებ. საზღვარგარეთ კი შესაძლებელია ვიმონაწილეო, მაგრამ ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ მაქვს.

4
687
9-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ჟანა გოგინაშვილი
ჟანა გოგინაშვილი
687
  
2013, 2 აპრილი, 2:20
თავანი ქონდა ალბათ თორე არ დაარქმევდა ასეთ სახელს ))
2013, 1 აპრილი, 23:02
მთელი ცხოვრება მაგაზე ვფიქრობდი და ამიხდა ოცნებადა გავიგე,რატომ დაარქვა ვიღაც ნათიამ დუდუ...ყველამ ვინც წაიკითხეთ წარმატებას გისურვებთ...
2013, 1 აპრილი, 22:53
დუდუ რატო
2013, 1 აპრილი, 10:37
ძალიან კარგი გოგოა.წარმატებები...(ისე სურათები რომ იყოს კარგი ნიუსი იქნებოდა...ძალინ სიმპატიური მეუღლე ყავს)
0 1 4