x
image
ჟანა გოგინაშვილი
რა რეაქცია ჰქონდათ ვანიკო თარხნიშვილის შიშველ კადრებზე მის ოჯახის წევრებს

imageყველასთვის საყვარელი მსახიობი და ტელეწამყვანი ვანიკო თარხნიშვილი ოჯახში ნაბოლარაა. და _ თათია მასზე, 6 წლით უფროსია, ძმა _ შოთიკო კი 8 წლით. ფილოლოგებისა და იურისტების ოჯახში დაბადებულმა მსახიობობა ჩუმად გადაწყვიტა და სწორადაც გათვალა. ვანიკოს დას, თათიას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვესტუმრეთ, სადაც ის ლექციებს კითხულობს და და-ძმების ურთიერთობაზე ვესაუბრეთ. როგორც თავად გვითხრა ძალიან თბილი დამოკიდებულება აქვთ ერთმანეთთან. თათია საინტერესო რესპონდენტი აღმოჩნდა და ბავშვობის საინტერესო და სასაცილო დეტალებიც გაგვიმხილა.
“ბავშვობიდან ძალიან ახლო ურთიერთობა გვქონდა დედმამიშვილებს და ეს დღემდე გრძელდება. ძალიან ტრადიციული ოჯახი გვქონდ. ჩემი ძმები არაჩვეულებრივად მღერიან. ჩემი მშობლები დილით ისე არ გავიდოდნენ სახლიდან, რომ არ ემღერათ. სამი დედმამიშვილი ვართ. შუათანა ვარ, ვანიკოზე 6 წლით უფროსი, ამიტომ მე და ჩემი დიდი ძმა უფრო ერთად ვიზრდებოდით, ერთი სამეგობრო გვყავდა. ვანიკო რახან პატარა იყო სხვა მეგობრები ყავდა. უნდა აღვნიშნო ისიც, რომ ვანიკო ბავშვობიდან ძალიან დამოუკიდებელი იყო, სულ ამბობდა: “მე თვითონ”, “მე თვითონ”. ისე ჩააბარა თეატრალურ უნივერსიტეტში, რომ ჩვენ არც გაგვიგია. ზაფხულში იმედო არაბულთან ერთად ისვენებდა და მისგან გაიგო ინფორმაცია, რომ შემოდგომით ექსპერიმენტალური ჯგუფი დგებოდა ნანა კვასხვაძისა და ქეთი დოლიძის ხელმძღვანელობით და ისე გაიარა გასაუბრება და ისე ჩაირიცხა ჩვენ გვიან გავიგეთ.
– ამ ყველაფერზე მშობლებს როგორი რეაქცია ჰქონდათ?
– სამივემ პროფესია ჩვენი სურვილისამებრს ავირჩიეთ. ჩემი ძმის პროფესია უფრო სერიოზულია _ იურისტი. დედაჩემი ფილოლოგია, მეც მის კვალს გავყევი. ბავშვობიდან მესმოდა კლასიკური ფილოლოგიის შესახებ, არაჩვეულებრივი ბიბლიოთეკა გვქონდა. აღმოჩნდა, რომ ამ გავლენის ქვეშ მოვექეცი. დედაჩემი და ბებიაჩემი, რომ არ ყოფილიყვნენ ფილოლოგები, ნამდვილად არ ვიცი რას ავირჩევდი. მე დღეს ჩემს არჩევანს ნამდვილად არ ვნანობ.
ვანიკოს ძალიან ცუდი პერიოდი დაემთხვა. მაშინ აირია დრო, როცა მუსიკალურ სასწავლებელში დადიოდა. ფიზიკურად ტრანსპორტი აღარ იყო, რომ ევლო, თხილამურებზე და სხვა წრეებზე სიარულიც შეწყვიტა. თუმცა ამ ყველაფერს მაინც უარყოფითად არ უმოქმედია მასზე. იმდენად მოწადინებული და მონდომებული იყო წარმატებისთვის რომ მიეღწია.
შესაძლებელია დედაჩემს თავიდან უნდოდა სერიოზული პროფესია უნდოდა ვანიკოს, თუმცა მისმა არჩევანმა გაამართლა (იცინის). დედაჩემი იცინოდა კიდევაც, აქამდე ქსენია სიხარულიძის (თსუ-ს პროფესორი) შვილად ვითვლებოდიო, ახლა კი ვანიკოს დედა ვარო. მეც ქსენიას შვილიშვილად, დედაჩემის შვილად და ვანიკოს დად ვითვლები.
ეს ნამდვილად არ მაბრაზებს. ამ საკითხზე ყოველთვის ვხუმრობთ ხოლმე.
– როგორი ბავშვი იყო ვანიკო?
– ძალიან აქტიური და მოქნილი იყო. ერთ ადგილას არ ჩერდებოდა.. ერთი ამბავი მახსენდება ვანიკოს ბავშვობასთან დაკავშირებით. მე და ჩემი დიდი ძმა ჩვენს საერთო მეგობარებთან ერთად მასწავლებლობანას ვთამაშობდით. ჩვენმა “მასწავლებელმა” დამსაჯა და თმები მომწიწკნა, მეტკინა და ტირილი დავიწყე. ჩემს უფროსს ძმას, რომელიც გვერდით მედგა ამაზე რეაქცია არ ჰქონია, რადგან თამაში იყო. ამ დროს ვანიკო კი თავის ტოლებთან ერთად იყო გართული თამაშში. როგორც კი დაინახა, რომ მე ტირილი დავიწყე დიდ ფიცარს ხელი დაავლო და გაეკიდა უნდა ვცემოვი. სულ უნდოდა, რომ დავეცავი. დღემდე ასეა ორივე ძმა ჩემს მიმართ. ერთმანეთის გარეშე ყოფნა არ შეგვიძლია.
ხშირად ღამე ვანიკოსგან ესემესი მიმიღია: “ძალიან მიყვარხარ”! ძალიან თბილი და ერთგული ადამიანია. თვალდახუჭული ვენდობი. ცოტა გიჟიც არის, იმ თვალსაზრისით, რომ ძალიან ემოციურია. ეს თვისება დედაჩემისგან აქვს.
შესაძლებელია რაღაც ისეთი გავაკეთო, სხვისთვის მიუღებელი იყოს, ვანიკოსთვის ეს მაინც მისარები იქნება, რადგან თვითონაა სხვანაირად მოაზროვნე, მიუხედავად იმისა, რომ ამასთანავე ტრადიციულია. არასდროს არც ჩემი ჩაცმა გაუკონტროლებია. ყველას ერთმანეთის შიგნიდან გვესმის. მე ბედნიერი ვარ იმით, რომ ასეთი დედმამიშვილობა გვაქვს.
– ალბათ მშობლებმა ითამაშეს დიდი როლი, რომ ასეთი ურთიერთობა გქონოდათ და-ძმებს.
– რასაკვირველია ასე იყო. როგორი გარემოც არის ოჯახში ის აისახება შემდეგ შვილებზეც. გვქონდა თავისუფლება, თუმცა ესეც იყო ზომიერი. გარდატეხის ასაკში ძალიან ძნელია ბიჭების გაზრდა უფრო მეტად, ვიდრე გოგოსი. რაიმე არასწორი ნაბიჯი რომ არ გადადგეს მათ ამ პერიოდში სწორედ მშობლების დამსახურებაა. საბედნიეროდ ყველას ჩვენი პროფესია და საქმე გვაქვს.
გვიყვარს მთელს ოჯახს ერთად ყოფნა და ძალიან ხშირად ერთად ვვახშმობთ. მე მშობლებთან ერთად ვცხოვრობ, ჩემი ძმები კი ცალ-ცალკე. ძირითადი შეხვედრის ადგილი ჩვენთან არის ხოლმე.
– ძმებს როგორი ურთიერთობა აქვთ?
– მათ შორის 8 წელია განსხვავება. არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვთ. ერთმანეთის აზრს ითვალისწინებენ და რჩევასაც ხშირად ეკითხებიან. არ შეუძლიათ ერთმანეთის გარეშე ყოფნა.
– თუ ესწრებით ხოლმე ვანიკოს სპექტაკლებს, კინოპრემიერებს?
– მის სპექტაკლებს სულ ვესწრები და ვცდილობ ხოლმე პრემიერებზეც მოვიპოვო ეს უფლება, მაგრამ ხშირად ამით ჩემი მშობლები სარგებლობენ ხოლმე. ისეთ პროექტებს, სადაც ვანიკო ტელეწამყვანის ამპლუაშია არ ვესწრები, ტელევიზიით ვუყურებ.
ვანიკოს კრიტიკული შემფასებელი დედაჩემია, ამიტომ სულ ცდილობს პრემიერას დაესწროს თეატრში, ვანიკომ იცის, ხოლმე რომ შეფასევა იქნება ობიექტური აუცილებლად.
ერთ კურიოზსაც მოგიყვებით. მაღალ ჭერიანი სახლი გვაქვს და ფარდის დაკიდებას ყოველთვის მას ვთხოვთ ხოლმე, რადგან ჩემზე და დედაჩემზე მაღალია, მაგრამ არასდროს არ კიდებს და გვეუბნება სიმაღლის შიში მაქვსო. ერთხელ დედაჩემი ვანიკოს სპექტაკლს ესწრებოდა, სადაც ძალიან დიდი სიმაღლიდან ხტებოდა. დედაჩემმა მაშინვე უთხრა შენ სიმაღლის არ გეშინოდაო?!
– ვანიკომ ერთ-ერთ ფილმში გაიხადა. ამ ფაქტს როგორი რეაქცია გქონდათ თქვენ და თქვენს მშობლებს?
– ჩემთვის ეს მიუღებელი ნამდვილად არ ყოფილა. დედაჩემისთვის და მამაჩემისთვის ცოტა უხერხული მომენტი იყო ნამდვილად. ვანიკო კი სულ ამბობს, რომ ჩემს პროფესიას როცა სჭირდება მე ვერ დავკომპლექსდებიო. ფაქტია, რასაც მოითხოვს სცენარი ვანიკო არის პროფესიონალი.
– ერთმანეთის პირად ცხოვრებაში თუ ერევით?
– არა არასდროს. მთავარია ჩვენ როგორ ვგრძნობთ თავს. რჩევები ჩემს მიმართ ყოველთვის იყო, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას მე ვიღებდი და ამ გადაწყვეტილებას ყველა პატივს სცემდა. იგივენაირად ვიქცეოდი მე.
არაჩვეულებრივი არჩევანი გააკეთა ორივე ჩემმა ძმამ. რძალ-მულობის ინსტიტუტიც არ არის ჩვენთან, ძალიან მეგობრული ურთიერთობა გვაქვს. თან ისეც მოხდა, რომ ყველანი ერთნაირები ვართ.
– იცოდით, რომ ვანიკოს საცოლე ყავდა?
– ვიცოდი სოფოს შესახებ, ვიცნობდი კიდევაც. არაჩვეულებრივი გოგოა. უბრალოდ არ ვიცოდი როდის გადაწყვეტდნენ ერთად ცხოვრებას. მთავარია მათ ერთმანეთი უყვართ და ერთად კარგად გრძნობენ თავს.
ვგრძნობ, რომ ობიექტურია სოფო ვანიკოს შემოქმედებაში. შესაძლებელია ხანდახან პოპულარობამ სუბიექტურად იმოქმედოს და აუცილებელია ჯანსაღი კრიტიკა. ამას ყოველთვის აკეთებენ დედაჩემი და სოფო.
– დღეს რას საქმიანობს ვანიკო?
– თეატრშია ამჟამად დაკავებული რაც მე ძალიან მომწონს. თეატრი წარმოაჩენს მის შინაგან სამყაროს უფრო მეტად ვიდრე კინო. არის ისევ რუსთავი 2-ში სერიალში თამაშობს: “ჩემი ცოლის დაქალები.” სულ გადარბენაზეა. ახლა ოჯახურ ცხოვრებაშიც აქტიურადაა ჩართული.

1
13945
22-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ჟანა გოგინაშვილი
ჟანა გოგინაშვილი
13945
  
2012, 14 დეკემბერი, 22:38
ვის რაში აინტერესებს თარხნიშვილის სიშიშვლე?
0 1 1