x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134539
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508597
როგორ ეხმარებიან ქართველი სამხედროები ავღანელ ადგილობრივებს” - ნატოს სიუჟეტი
ავღანეთში მებრძოლი ქართველი სამხედროების შესახებ ნატოს-ს ოფიციალური ვებ გვერდი რუთ ოუენი სიუჟეთს ავრცელებს, როგორც სიუჟეტის ავტორი აღნიშნავს, ქართველი სამხედროები ავღანეთის სამხრეთით ყველაზე საშიშ რეგიონში მცხოვრებლებს უწევენ დახმარებას.

"ჯერ კიდევ ორი წლის წინ მუსა კალას რეგიონი ყველაე საშიში რეგიონი იყო, თუმცა ეხლა ქართველი სამხედროების აქ ყოფნის შემდეგ, მათ მიერ გატარებული ოპერაციების შემდეგ, აქაურები სამშვიდობო მისიას მიესალმებიან" ნათქვამია სიუჟეტში

რუთ ოუვენი ასევე აღნიშნავს, რომ ქართველი სამხედროები ავღანეთის ეროვნული უსაფრთხოების ძალებს უწევენ დახმარებას და მათთან ერთად ასუფთავებენ რეგიონს თვითნაკეთი ხელყუმბარებისაგან.

"რეგიონში" თალიბები დიდ საფრთხეს ქმნიან.თუმცა, ამ ეტაპზე სიტუაცია უსაფრთხოების თვალსაზრისით, გასულ წლებთAნ შედარებიტ უკეთესია". აცხადებ სიუჟეტის ავტორთან საუბრისას 12-ე ბატალიონის შტაბის უფროსი კაპიტანი ჯემალ წითაძე.


"ნატოს" მიერ გავრცელებულ სიუჟეტში ავღანეთში მოღვაწე ქართველი სამხედროების შესახებ ასევე ნაჩვენებია, როგორ უწევს დახმარებას ქართველთა ბაზა "ერთობაზე" ქართველი სამხედრო დაჭრილ ავღანელ პოლიციელს.

სიუჟეტის ავტორი აღნიშნვას, რომ ქართველმა სამხედროებმა ჰელმანდის ამ ყველაზე არასტაბილურ რეგიონში ადგილობრივებს უსაფრთხოდ გადაადგილების საშუალება მისცეს.

"თუმცა, ქართველებმა და მათმა ავღანელმა პარტნიორებმაც, რომელთა არაერთი მსხვერპლი გაიღეს, იციან, რომ წარმატების მიხწევა ძალიან რთულია" აღნიშნავს რუთ ოუენი

0
20
1-ს მოსწონს
ავტორი:გიო133400
გიო133400
20
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0