x
image
შორენა-ალაზნისპირელი
თუკი ოდესმე
თუკი ოდესმე შევძლებ მოსვლას შენამდე მაინც,

და თუ ოდესმე მექნება ძალა, გიყურო დიდხანს,

ყველა ოცნებას გავაშიშვლებ და ფარდას ავხდი,

პასუხებს გავცემ მოზღვავებულ, უამრავ კითხვას.



თუკი ოდესმე მექნება ძალა გითხრა "მიყვარხარ",

და თუ ოდესმე გაგიმხილე ღამის ბოდვები,

თუკი ოდესმე მიგახვედრე, სიზმრების მიღმა,

ძილიდან ძილში, უსასრულოდ რომ გელოდები,


თუკი ამტკივდა ფიქრისაგან დაღლილი გული,

და თეთრი ღამე ავირჩიე სევდის სასთუმლად,

თუკი წარსულით გადაღლილი გავჩერდი შენს წინ,

და შენს ოცნებს შევეხიზნე დროებით სტუმრად,


თუკი გავბედე და თვალებზე ხელი შეგახე,

შენი გულის ხმა მომეჩვენა ჩემს გულის ფეთქვად-

შევიძლებ, ღამის თეთრი სუნთქვა შემოგაპარო,

ვერგამხელილი ოცნებები, შენთვის რომ მეთქვა.

შორენა-ალაზნისპირელიimage

0
29
8-ს მოსწონს
ავტორი:შორენა-ალაზნისპირელი
შორენა-ალაზნისპირელი
29
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0