x
image
შორენა-ალაზნისპირელი
უსათაუროდ...
ჩემო ოქროსფერო შემოდგომავ,

კახეთის ბაღებში მოწეულო,

ყურძნების ბეღლებზე შემოდგომავ,

მზისგან კანდამსკარო ბროწეულო.



ჩემო ჯეჯილო და პურის ყანავ,

ოქროსფერ სხივებში ალანძულო,

ჩემო "ურმულო" და "ოროველავ",

შრომით და სიმღერით დახარჯულო...


ჩემო ორღობევ და შარაგრძელო,

ბეღლებში ატეხილო ჭირნახულო,

თქვენი მზეც მეყოფა სადღეგრძელოდ,

გულში ჩაგიკრათ და გინახულოთ.


ალაზნის ველებზე მობიბინე

მზისკენ თავაწვდილო გვირილებო,

თქვენი მოფერება მომენატრა, -

ჩემო თავანკარა ბილილებო.


ქალაქის ხმაურით გადაღლილი,

ისევ თქვენსკენ ვიწევ გულს და ხელებს,

თქვენი მონატრება თუ მომკლავს და

თქვენი სიყვარული გამახელებს.

(შორენა-ალაზნისპირელი)image

4
19
9-ს მოსწონს
ავტორი:შორენა-ალაზნისპირელი
შორენა-ალაზნისპირელი
19
  
ისევ? :) მგონი,ნაცნობიც ვიპოვე!... :)
2013, 21 ივნისი, 17:59
პოეზიასთან ისევ ახლოს ყოფილხარ ძველებურად..... ვაა ვაა რამდენი ტკბილი მოგონება გამახსენე შორენა... :).... ჩემი სტუდენტობა......
2013, 19 ივნისი, 21:35
თქვენი მონატრება თუ მომკლავს და

თქვენი სიყვარული გამახელებს.+5,ძალიან კარგია..
0 1 4