x
image
შორენა-ალაზნისპირელი
ჩემი საუფლო
ჩემს საუფლოში ახლა ჩუმად სძინავთ ბალახებს,

აივნის კართან ლერწამებსაც დაუძინიათ,

ჩემს საბატონოს მორევია დარდი უთქმელი,

თითქოს უჩემოდ იქ ვერავის გაუცინია.



შენ დამიკოცნე გვირილები, ქრიზანთემები,

დიდი თუთის ხე-ჩემი დარდის, ტკივილის მოწმე,

თუ უჩემობას დაგემდურონ ფურისულები,

შენ ანუგეშე, ჩემს მაგივრად შენ დამიკოცნე.


ყური დაუგდე იმ ჩიტუნას, მე რომ მიყვარდა,

ხმაში უჩემოდ სევდა ხომ არ გამორევია,

ყაყაჩოებსაც დააკვირდი, სირცხვილით წითლებს,

უჩვენობისგან საჭორაო გამოლევიათ.


მე სიზმრად მოვალ, დაქანცული ფიქრით და დარდით,

ჩამოვისვენებ იმ სახლის კართან...

გაუხუნდება ფერი ალბათ გადავიწყებულ

სადღაც მიკიდულ, ჩემს მწვანე კაბას.

(შორენა-ალაზნისპირელი)image

5
21
8-ს მოსწონს
ავტორი:შორენა-ალაზნისპირელი
შორენა-ალაზნისპირელი
21
  
2013, 26 ივნისი, 14:58
მაგარია...
2013, 26 ივნისი, 3:49
შენ დამიკოცნე გვირილები, ქრიზანთემები,
დიდი თუთის ხე-ჩემი დარდის, ტკივილის მოწმე,
თუ უჩემობას დაგემდურონ ფურისულები,
შენ ანუგეშე, ჩემს მაგივრად შენ დამიკოცნე...
2013, 19 ივნისი, 21:36
ყური დაუგდე იმ ჩიტუნას, მე რომ მიყვარდა,

ხმაში უჩემოდ სევდა ხომ არ გამორევია..ყოჩაღ..
0 1 5