x
image
natia.a
შოკოლადისგან შექმნილი საიტი
image

პორტუგალიურმა ლუდის მწარმოებელმა კომპანია Sagres-მა გამოუშვა ლუდი შოკოლადის არომატით. ამ პროდუქტის სარეკლამო კამპანიის ფარგლებში პირველად მსოფლიოში შეიქმნა მთლიანად შოკოლადისგან დამზადებული ინტერნეტ-გვერდი.


image


საიტის შექმნა ვებ-გვერდების დამამზადებელ კომპანიასთან ერთად დაევალა პორტუგალიელ კონდიტერს, ვიქტორ ნუნიესას, რომელიც ცნობილია თავისი უმშვენიერესი შოკოლადის ქანდაკებებით.




საიტისთვის კონდიტერმა თითოეული დეტალი რეალურად გააკეთა შოკოლადისგან, ააწყო საიტის ცალკეული გვერდები, გადაუღეს სურათები და ასე შეიქმნა მსოფლიოში პირველი შოკოლადის საიტი.


image

ვებ-გვერდზე შესვლისას ადვილი მისახვედრია, რომ ერთადერთი რამ, რაც შოკოლადისგან არ არის დამზადებული, არის ლუდის ბოთლი.


თუმცა ამ "უგემრიელესი" საიტის დაგემოვნება ინტერნეტ-მომხმარებელს არ შეუძლია - თანამედროვე ტექნიკა სამწუხაროდ ჯერ ამის საშუალებას არ იძლევა.



imageნახეთ ვიდეო და თავად დარწმუნდებით, რომ შოკოლადის საიტზე ყველაფერი მართლაც შოკოლადისაა :)









0
22
5-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
22
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0