x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ბოსნიელმა მეკარემ მატჩი თავში ტყვიანასროლმა ჩაატარა

imageსამოყვარულო საფეხბურთო ტურნირის მატჩზე, რომელიც სარაევოს გარეუბანში გაიმართა, ერთ-ერთი გუნდის მეკარეს თავში ტყვია მოხვდა, იუწყება 24sata.hr.მეკარე დუჩო კრტალიცამ ვერ შეამჩნია მომხდარი და განაგრძო თამაში, მატჩის დროს თანდათან დაეწყო თავის ტკივილი, თუმცა ჩათვალა, რომ ტკივილები ძელთან შეჯახების შედეგი იყო, მეკარემ დამაჯერებლად დაამთავრა თამაში და მხოლოდ ერთი ბურთი გაუშვა, ფინალური სასტვენის შემდეგ კრტალიცამ ექიმს მიაკითხა, რადგან თავის ტკივილი გაუძლიერდა, შემდეგ კი მარცხენა ხელიც წაერთვა, ის სასწრაფოდ სარაევოს საავადმყოფოში გადაიყვანეს, რენტგენის გადაღების შემდეგ დადგინდა, რომ მეკარეს თავში ტყვია ჰქონდა მოხვედრილი, პაციენტს სასწრაფო ოპერაცია გაუკეთეს, როგორც სამართალდამცავები ვარაუდობენ ტყვია მეზობელი სოფლიდან იყო გამოსროლილი, იქ იმ დღეს სამი ქორწილი გაიმართა, ზეიმის მონაწილე სტუმრები იარაღს უმისამართოდ ისროდნენ, პოლიციამ უკვე დააკავა ეჭვმიტანილი, რომელსაც შეეძლო შემთხვევით გაესროლა სტადიონის მიმართულებით.

0
31
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
31
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0