x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134573
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
მსოფლიოს ხუთი, ნაკლებად ცნობილი საოცრება (ნაწილი პირველი)
სტატიაში, ამჯერად, შემოგთავაზებთ მსოფლიოს ხუთი, ნაკლებად ცნობილი საოცრების ფოტოებს მცირე მიმოხლივით.


1) Banaue Rice Terraces (ფილიპინები)


Banaue Rice Terraces (Philippines)


ეს ტერასები 2000 წელზე მეტი ხნისაა. ფილიპინებში მცხოვრებმა აბორიგენებმა ასე "მოაჩუქურთმეს" მათი საცხოვრებელი მთები. ფილიპინების ტერასები ზოგიერთ მატიანეში მსოფლიოს მერვე საოცრებადაა მოხსენიებული. ეს გასაოცარი ტერასები ხელითაა ნაშენი. ტერასები მდებარეობს ზღვის დონიდან 1500 მეტრზე (5000 ფუნტი) და მათი საერთო ფართობი მოიცავს 10360 კვადრატულ კილომეტრს (4000 კვადრატული მილი). ტერასები უძველესი სარწყავი არხებით ირწყვება. ფილიპინების ტერასები იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ერთერთი ძეგლია. სავააუდოდ, იგი 2000-6000 წლისაა.



2) Ajanta Caves (ინდოეთი)


Ajanta Caves (India)
Ajanta Caves (India)


Ajanta-ს გამოქვაბულები მსოფლიოს უდიდეს ისტორიულ ძეგლადაა აღიარებული და იუნესკოს მსოფლიო ძეგლთა დაცვის ორგანიზაციის სიაში საპატიო ადგილს იკავებს. იგი მდებარეობს ინდოეთში. ეს გასაოცარი მღვიმეები აღმოაჩინეს 1819 წელს. გამოქვაბულების მოხატული კედლები ინდური ღვთაებების (Buddha და Jatakas) ცხოვრების კადრებს გადმოსცემენ. ნახატები უცნაური ტექნიკით, თაბაშირითა და ტალახითაა შესრულებული.


3) Sigiriya (შრი ლანკა)


Sigiriya (Sri Lanka)Sigiriya (Sri Lanka)Sigiriya (Sri Lanka)

Sigiriya, იგივე ლომის კლდე, არის უძველესი სასახლე კლდეში. იგი მდებარეობს შრი ლანკას ცენტრალურ ნაწილში, Matale-ს ოლქში. იგი აშენდა Kassapa I-ის მეფობის დროს (477-495 წლებში). მე-14 საუკუნემდე იგი სამონასტრო კომპლექსს წარმოადგენდა. XIV საუკუნის შემდეგ ეს სამონასტრო კომპლექსი მიტოვებულია. დღეს კი - ტურისტების ერთერთი უსაყვარლესი ადგილია.


4) Leptis Magna (ლიბია)


Leptis Magna (Libya)


Leptis Magna, ასევე ცნობილია, როგორც Lectis Magna (შეიძება შეგხვდეთ ასეთი ჩანაწერიც - Lepcis Magna). იგი რომის იმპერიის ნარჩენებად ითვლება, რომელიც ამჟამად ლიბიის ტერიტორიაზეა.


5) Meteora (საბერძნეთი)


Meteora (Greece)Meteora (Greece)Meteora (Greece)Meteora (Greece)

Meteora არის ერთერთი ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი მართლმადიდებლური მონასტერი საბერძნეთში. ბუნებრივად შექმნილი კლდის სვეტებზე მდებარეობს სამონასტრო კომპლექსი. ამ სამონასტრო კომპლექსში გაერთიანებულია 6 მონასტერი. Meteora-ს სამონასტრო კომპლექსი იუნესკოს მსოფლიო ძეგლთა დაცვის სიაშია შეტანლი.

იმედია, კვლავ გავამართლე თქვენი მოლოდინი. გაგრძელება იქნება.


5
374
17-ს მოსწონს
ავტორი:cxvedo
cxvedo
374
  
2013, 11 ივნისი, 1:22
http://kupsika.gogaggg.com/index.php?newsid=14085 სტატიები სხვა საიტზეა დაკოპირებული და ესეც იქ ვნახე და ნახე შენც
2013, 4 ივნისი, 23:52
შრი ლანკა და ფილიპინები მომეწონა ყველაზე მეტად ♥
2013, 1 ივნისი, 14:26
ყველა მაგარია
2013, 1 ივნისი, 11:20
შრი ლანკა და საბერძნეთი ძალიან მომემოწნა
2013, 1 ივნისი, 11:14
კარგი სტატიაა!:))
0 1 5