x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134536
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508595
ადამიანი, რომელმაც კენედი მოკლა

image„ადამიანი, რომელმაც კენედი მოკლა. საქმე ლინდონ ჯონსონის წინააღმდეგ“ - ასეთია ახალი წიგნის სახელწოდება, სადაც აშშ-ს პრეზიდნეტის მკვლელობის ახალ ვერსიაზე საუბრობს როჯერ სტოუნი. იგი აშშ-ს ექს-პრეზიდენტის რიჩარდ ნიქსონის ყოფილი თანაშემწეა. წიგნში კიდევ ერთხელ არის წამოწეული საკითხი
იმის შესახებ, თუ ვინ იდგა სინამდვილეში ამერიკის პრეზიდენტის მკვლელობის უკან. წიგნის ავტორი როჯერ სტოუნი ირწმუნება, რომ ამაში დამნაშავე ვიცე-პრეზიდენტი ლინდონ ჯონსონია.
image



1963 წლის 22
ნოემბერს ჯონ კენედის მკვლელობიდან 50 წლის შემდეგ ეს შემთხვევა კვლავაც რჩება
ამერიკელებისათვის მეოცე საუკუნის საიდუმლოდ. როგორც მოსახლეობაში ჩატარებული გამოკითხვები აჩვენებს,
ამერიკელების უმრავლესობას მიაჩნია, რომ კენედის წინააღმდეგ შეთქმულება არსებობდა. მათ არ სჯერათ, რომ უორენის კომისიამ სიმართლე თქვა, - ამბობს როჯერ სტოუნი.

„სიმართლე
იმაში მდგომარეობს, რომ ლინდონ ჯონსონს მოტივი, საშუალება და შესაძლებლობა ჰქონდა. აშშ-ს კონგრესის მკვლელობების კომიტეტმა
დაასკვნა, რომ ეს იყო ორგანიზებული დანაშაული, თუმცა არ ამბობენ, ვინ ჩაიდინი ის. არსებობს ცხადი მტკიცებულებები
დანაშაულის დაფარვის შესახებ, დროთა განმავლობაში ყველა გზა ერთ წერტილთან - ლინდონ ჯონსონთან მივა“, - დარწმუნებულია სტოუნი.

1963 წლის ნოემბერში მასზე ორი გამოძიება უნდა დაწყებულიყო, რომელიც უკავშირდებოდა მის სავარაუდო კორუმპირებულობას. ერთი საქმე სენატში უნდა შესულიყო, მეორე - იუსტიციის
სამინისტროში. ორივე შემთხვევაში ჯონსონს საზოგადოებრივი განსჯა ელოდა, შემდეგ კი, შესაძლოა ბრალის წაყენება და პატიმრობა. უფრო მეტიც, ცნობილი გახდა, რომ კენედი ჯონსონის ვიცე-პრეზიდენტობის პოსტიდან გადაყენებასა და მის ჩანაცვლებას ჩრდილოეთ კაროლინის გუბერნატორით - ტერრი სენფორდით აპირებდა. ამგვარად, ჯონსონი
უიმედო მდგომარეობაში აღმოჩნდა. ასე რომ, მოტივი სახეზეა. თანაც პრეზიდენტს ჯონსონთან დაახლოვებულმა ადამიანმა ესროლა, -
დარწმუნებულია როჯერ სტოუნი.

„ვფიქრობ, რომ ისროლა არა ლი ჰარვი ოსვალდმა, არამედ ადამიანმა სახელად მალკოლმ ლაკუოლესმა, ლინდონ ჯონსონის დიდი ხნის თანამოაზრემ და თანამშრომელმა. ჩემი მტკიცებულება იმაში
მდგომარეობს, რომ გამოძიების ფედ.ბიურომ მაკუოლესის თითის ანაბეჭდები აღმოაჩინა ერთ-ერთ მუყაოს ყუთში მეექვსე სართულზე სნაიპერის ნიშაში“, - ამბობს სტოუნი.

image

რიჩარდ ნიქსონი აშშ-ს 37-მე პრეზიდენტი იყო, რომელმაც ლინდონ ჯონსონი შეცვალა. სავსებით შესაძლებელია, რომ ნიქსონმა კარგად იცოდა პრეზიდენტის მკვლელობის უფრო მეტი დეტალი.
თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ როჯერ სტოუნი მისი თანაშემწე იყო, კულვარულ საუბრებშიც კი არასოდეს უთქვამს, რომ სწორედ მისმა წინამორბედმა მოკლა კენედი, - იხსენებს სტოუნი.

„მან თქვა, რომ ლინდონ ჯონსონსა და მასაც პრეზიდენტობა სურდათ. თუმცა, მას არ შეეძლო ამისათვის პრეზიდენტის მოკვლა. როდესაც პირდაპირ ვკითხე იმის შესახებ, თუ ვინ მოკლა კენედი. მან
მიპასუხა: „ტეხასმა“. მიმაჩნია, რომ ეს არაპირდაპირი დადასტურებაა. მაგრამ თუ ცხელი მტკიცებულება გჭირდებათ, მაშინ ცეცხლსასროლ იარაღზე ჯონსონ მაკუოლლესის თითის ანაბეჭდი საკმარისი არ არის? გარდა ამისა, ლინდონ ჯონსონის ძველმა საყვარელმა მადლენ ბრუნმა მითხრა, რომ 23 ნოემბერს
დილით, როდესაც ჯონსონი სასტუმროს ოთახიდან გავიდა მას უთხრა: „ დღეიდან ეს კენედები ხელს ვეღარ შემიშლიან“. მიმაჩია, რომ ეს აღიარებაა“, - ამბობს სტოუნი.


image



როგორც როჯერ შტოუნი ამბობს, ამჟამინდელი წიგნის მიზანია არასწორი ისტირიული
ფაქტების გამოსწორება. „ლინდონ ჯონსონი
ბოროტი და მთვარეული ადამიანი იყო, რომელიც ძალიან ცუდად ექცეოდა მასთან მომუშავეებს და მათ, ვინც წინააღმდეგობას გაუწევდა. კენედიზე თავდასხმის მოწყობა -სწორედაც რომ მის ხასიათს შეესაბამება“, - მიაჩნია სტოუნს.

"მას ციხე და საჯარო კრახი ემუქრებოდა. ესეც მოტივი. არჩევანი დალასზე გაკეთდა. თავისი ვიზიტის დროს ჯონ კენედის უნდა მოენახულებინა ოსტინი, ჰიუსტონი და დალასი. ჯონსონს
განსაკუთრებით აინტერესებდა კენედის დალასში ყოფნის პროგრამა. სწორედ ჯონსონი მოითხოვდა, რომ საპრეზიდენტო კორტეჟს დილი-პლაზას რაიონით გაევლო, სადაც კენედი მოკლეს. შტატის საპრეზიდენტო დაცვის ხელმძღვანელობის პროტესტი, დილი-პლაზას რაიონში გასვლასთან დაკავშირებით, არავინ დააკმაყოფილა“, - ამბობს სტოუნი.

როჯერ სტოუნი დარწმუნებულია, რომ მისი წიგნის წაკითხვის
შემდეგ პირველ რიგში, ამერიკელები შეიცვლიან თავიანთ დამოკიდებულებას აშშ-ს 36-ე პრეზიდენტის მიმართ. როჯერ სტოუნი პირველი ადამიანი არ არის, რომელიც ჯონ კენედის
მკვლელობაში ლინდონ ჯონსონს ადანაშაულებს. 2007 წელს ცენტალური სადაზვერვო სამმართველოს ყოფილმა აგენტმა ჰოვარდ ჰანტმა თავის ავტობიოგრაფიაში აშშ-ს 36-ე პრეზიტენტზე დაწერა, რომ 1973 წელს გარდაიცვალა მკვლელობების დამკვეთი.


image

1
402
7-ს მოსწონს
ავტორი:Fieramente
Fieramente
402
  
2013, 6 ივლისი, 13:21
საინტერესო ვერსიაა
0 1 1