x
image
worldsport.ge
ლეო მესიზე ფილმს გადაიღებენ

imageარის ერთი ნაკლებად ცნობილი არგენტინელი მწერალი, სახელად ლუკა კაიოლი, რომელმაც არ დაიზარა, ორი წელი მუხლჩაუხრელად იშრომა და შექმნა წიგნი სახელწოდებით “მესი”. როგორც წიგნის დასახელებიდანაც მივხვდებით, სენიორ ლუკას ნაღვაწი შესანიშნავი არგენტინელი ფეხბურთელის, ლეო მესის ბიოგრაფიას ეხება.
მსგავსი ტიპის წიგნები მთელ მსოფლიოში უამრავი იწერება, მაგრამ, როგორც ჩანს, ლუკა კაიოლის ძალიან გაუმართლა და მისი დაწერილი ტექსტით ერთ-ერთი ჰოლივუდური კინოსტუდია დაინტერესდა და უკვე გადაწყვეტილია, რომ აღნიშნული წიგნის მიხედვით სულ მალე ფილმის გადაღება დაიწყება.image

აღსანიშნავია, რომ წიგნი “მესი” კატალონიური “ბარსელონასა” და არგენტინოს საფეხბურთო ნაკრების ვარსკვლავის ადრეულ ბავშვობას ეხება. ანუ პერიოდს, როდესაც ლიონელი ბევრს ფეხბურთისათვის საერთოდ გამოუსადეგარი ეგონა. იმედია, ფილმი მხოლოდ ცრემლების დენის მოყვარულ მაყურებელზე არ იქნება გათვლილი...


www.worldsport.ge

1
110
2-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
110
  
2013, 29 მაისი, 15:46
მესი< 33mmm mikvarxar:*
0 1 1