x
image
worldsport.ge
კუატემოკ ბლანკოს ცოლი ამერიკელებმა გაანაწყენეს

imageლეგენდარული მექსიკელი ფეხბურთელი კუატემოკ ბლანკო, მიუხედავად იმისა, რომ სტადიონებზე შეკრებილ ფეხბურთის გულშემატკივრებს ძველებურად ვეღარ ახმაურებს, მაქსიკაში და არამხოლოდ მექსიკაში, მაინც პოპულარული კაცია.
ამასწინათაც ვწერდით, რომ კუატემოკის მეუღლე, სერიალების ცნობილი მსახიობი, გალილეა მონტიხო ლათინურ ამერიკაში ერთობ დაფასებული ქალია და ვისაც კი “საპნის ოპერები” მოსწონს, მათთვის ქალბატონი გალილეა დიდად საყვარელი და პატივდებული ქალბატონია.image
კუატემოკის მეუღლე, ერთი ხანობა კი ამბობდა, რომ სერიალებში მონაწილეობა მოსწყინდა და გეზი ჰოლივუდისკენ ჰქონდა აღებული, მაგრამ როგორც საერთოდ ხდება ხოლმე, ჰოლივუდმა გალილეა მონტიხო გულში ნანატრი შვილივით არ ჩაიკრა და მექსიკაში კუდამოძუებული გაუშვა. თუმცა, ბლანკოს ცოლი (საბედნიეროდ, “ცოლი” და არა “ბლანკოს ქვრივი”) იმუქრება, მე ჩემსას მაინც მივაღწევო. ვნახოთ, აღდგომა და ხვალეო...


www.worldsport.ge

0
282
1-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
282
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0