მადრიდული “ასის” ინფორმაციით “ბარსელონას” მეკარე ვიქტორ ვალდესი კარიერას “მონაკოში” განაგრძობს. ფეხბურთელმა და კლუბმა ყველა საკონტრაქტო დეტალი შეათანხმეს. ჯერჯერობით მადრიდულმა გაზეთმა ვერ მოიპოვა ინფორმაცია ტრანსფერის დეტალებთან დაკავშირებით. ვალდესს ამ საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებია. ცნობილია, რომ მას “ბარსადან” წასვლა და ძალების მოსინჯვა სხვა ქვეყნის ჩემპიონატში სურდა.