x
მეტი
  • 22.07.2019
  • სტატია:92616
  • ვიდეო:341578
  • სურათი:454644
სანდრო ბრეგაძე - გურამ კაშია ცდილობს ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგი გულშემატკივრები დააპატიმრებინოს - ასეთი სამარცხვინო კაპიტანი ჰყავს ნაკრებს

image


კაშია ცდილობს დააპატიმრებინოს ყველა ის გულშემატკივარი, რომელიც ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგია, - ამის შესახებ „ქართული მარშის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და ლიდერი სანდრო ბრეგაძე აცხადებს.



ბრეგაძის ინფორმაციით, ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერის, კოკა მორგოშიას პოლიციაში დაკითხვა უკვე სამი საათია მიმდინარეობს და არსებობს ინფორმაციები, რომ პოლიციაზე მიმდინარეობს ზეწოლა, რათა მორგოშია დააკავონ. ბრეგაძის განმარტებით, მორგოშიას დაკავებას თავად გურამ კაშიაც ითხოვს.


„გურამ კაშიას დაბეზღების გამო „ქართული მარშის“ ერთ-ერთი ლიდერი კოკა მორგოშია უკვე 3 საათია პოლიციაშია. სარწმუნო წყაროდან გვაცნობეს, რომ „ქართული ოცნების“ პარლამენტარი ლევან კობიაშვილი ახდენს ზეწოლას, რომ მორგოშია დააკავონ.შეგახსენებთ, რომ კოკა მორგოშიამ გამოხატა პროტესტი გურამ კაშიას მიერ მამათმავლების პრიზის აღების გამო. გულშემატკივართა აღშფოთებით შეშინებული კაშია ცდილობს დააპატიმრებინოს ყველა ის გულშემატკივარი, რომელიც ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგია.მსოფლიოს ფეხბურთის ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ფეხბურთელი ითხოვს გულშემატკივრების დაპატიმრებას. ასეთი სამარცხვინო კაპიტანი ჰყავს ეროვნულ ნაკრებს“, - აცხადებს სანდრო ბრეგაძე.

7
168
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
168
  
2018, 29 აგვისტო, 21:45
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2018, 29 აგვისტო, 21:43
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2018, 29 აგვისტო, 21:32
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2018, 29 აგვისტო, 18:30
მარშელები მარაზმატიკ ძალადჩამოყალიბდნენ, შსს–მ იმოქმედოს და აღკვეთოს ეს პარაზიტები.
2018, 29 აგვისტო, 18:03
მიკვირს, როცა ადამიანს პოლიტიკოსობაზე პრეტენზია აქვს ასეთ აბსურდულ ბრალდებას როგორ უყენებს ეროვნული გუნდის ფეხბურთელს!!!
თუნდაც არ იყოს ცნობილი პიროვნება, ბრალდებაა მეტისმეტად მძიმე და არა მგონია ეს დაასაბუთოს ბატონმა ბრეგაძემ...
2018, 29 აგვისტო, 17:57
იმედია არც შეარჩენენ ამ უპასუხისმგებლო კაცს ასეთ განცხადებას
2018, 29 აგვისტო, 17:54
ეს უკვე სერიოზული ბრალდებაა და იმედია ბრეგაძე ამ ბრალდებას ფაქტებით გაამყარებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კაშიას შეუძლია პიროვნების პატივისა და ღირსების შემლახავი ინფორმაციის გავრცელების გამო უჩივლოს...
0 1 7