x
image
worldsport.ge
კელი და გამოსწორებული “გაზა”

image37 წლის ბრიტანელი მოდელი კელი უინძორი, არც ისე დიდი დროა, რაც ერთ დროს უპოპულარულეს ინგლისელ ფეხბურთელ პოლ გასქოინს ხვდება. კელიმ და პოლმა ამ დროის განმავლობაში ერთურთის კარგად გაცნობა მოასწრეს და როგორც უინძორი ამბობს, პოლ გასქოინი მასზე დაქორწინებასაც გეგმავს.
როგორც იცით, ამჟამად 46 წლის ინგლისელი ექსფეხბურთელი თავის დროზე ლოთობითა და დებოშირობითაც იყო ცნობილი. გასქოინს თავისი ყოფილი ცოლები არაერთხელ ჰყავს მიბეგვილ-მიტყეპილი და როგორც ინგლისში ამბობენ, “გაზას” საფეხბურთო კარიერის “დაცემა” სწორედ მისმა სიგიჟეებმა განაპირობა.კელი უინძორი იმ ყაიდის ქალი ნამდვილად არ ჩანს, საყვარლისგან ცემა რომ აიტანოს. ამიტომ, ალბათ ნამდვილად დაეჯერება ამ ქალბატონს, რომელიც ბოლო დროს სულ იმის მტკიცებაშია, რომ “გაზა” ახლა სულ სხვა ადამიანია და მათი ოფიციალური ქორწინებაც აუცილებლად შედგება. ვნახოთ, გამართლდება თუ არა კელი უინძორის იმედები...


www.worldsport.ge

0
103
1-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
103
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0