x
image
worldsport.ge
მარადონამ ფოტოგრაფებს ქვებით შეუტია

imageლეგენდარული არგენტინელი დიეგო მარადონა კვლავ ყურადღების ცენტრშია. “ალბისელესტეს” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ამჯერადაც არაორდინალური ქცევით გამოიჩინა თავი.
AP-ის ცნობით, მარადონა ფოტორეპორტიორებს თავს ქვებით დაესხა. არგენტინელი სამშობლოში ჩაფრინდა, რათა თავისი 3 თვის დაბადებული შვილი ენახა. აეროპორტიდან სახლამდე, დიეგოს ფოტოგრაფები არ ასვენებდნენ. ამით გაღიზიანებულმა მარადონამ მანქანა გააჩერა და პაპარაცებს ქვები დაუშინა.
ზემოთთქმული წყაროს ინფორმაციით, არგენტინელი ერთ-ერთ ფოტოგრაფს ხელითაც შეეხო.


ირაკლი ჯაფარიძე

www.worldsport.ge

0
40
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
40
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0