x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134564
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508622
კატალონიელებმა ღირსეულად გააცილეს ღირსეული ფეხბურთელი
imageსპორტულ სამყაროს და მსოფლიო ფეხბურთს კიდევ ერთი ლეგენდა - 33 წლის ასაკში ერიკ აბიდალი გამოეთხოვა, რომელიც გუშინ გამართულ "ბარსელონა" - "მალაგას" მატჩზე (4:1) 73 - ე წუთზე შემოვიდა მოედანზე ."ნიუ კამპის" სტადიონი უამრავი გულშემატკივარით იყო სავსე - ისინი ხომ ფრანგ ბომბარდირს და "ბარსელონას" მთავარ მცველს ეთხოვებოდნენ.

image
ერიკ აბიდალი საფრანგეთის "ლიონიდან" 2007 წელს გადავიდა "ბარსელონაში" სათამაშოდ, 193 თამაშიდან 128 მოგებით დასრულდა, სადაც უზომოდ დიდ იყო აბიდალის წვლილი და სწორედ ამიტომ მან ამ 6 წლის განმავლობაში 15 უმნიშვნელოვანესი ტიტული მოიპოვა.

image
ფეხბურთის გულშემატკივრებისათვის ცნობილია, რომ გასული წლის თებერვალში ფეხბურთელს უმძიმესი დაავადება აღმოაჩნდა და მას გადანერგვის ოპერაცია დასჭირდა.მოედანზე სათამაშოდ კი მიმდინარე წლის აპრილის თვეში დაბრუნდა.

ღირსეულად გააცილეს ღირსეული და თავდაუზოგავი ფეხბურთელი გულშემატკივართა დიდმა არმიამ, სადაც ბომბარდირმა, რომელიც მეუღლესთან და ქალიშვილებთან ერთად იყო სტადიონზე მოსული, გამოსათხოვარი სიტყვა თქვა: - " ჩემი ოჯახის სახელით უდიდეს მადლობას ვუხდი გულშემატკივარს მხარდაჭერისთვის, თქვენი დამსახურებაა, რომ 6 წლის მანძილზე ასეთი შემართებით ვთამაშობდი... ეს ექვსი წელი მართლაც შესანიშნავი იყო ჩემს ცხოვრებაში...დიდი მადლობა კატალონიელებს.თქვენ ჩემი ოჯახის ბედნიერება ხართ და არასოდეს დამავიწყდებით, სამუდამოდ დარჩებით ჩემს გულში."


ამ სიტყვებით დაასრულა ერიკ აბიდალმა თავისი გამოსვლა და აცრემლებულმა საკუთარ ფანებთან ერთად იზეიმა საკუთარი გაცილების ცერემონიაზე.

image

imageimage

image






7
566
26-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
566
  
2013, 5 ივნისი, 11:52
აზრზე არ ვარ ფეხბურთის მაგრამ შენი მჯერა ვიზა!...:))))))))
2013, 4 ივნისი, 14:49
მართლაც ღირსეული და ძალიან ძლიერი ფეხბურთელი... ბარსელონელებმა კი მართლაც იციან ფეხბურთელის დაფასება...
2013, 4 ივნისი, 10:16
რა მძიმე და ძნელია ფეხბურთელისათვის ფეხბურთიდან წასვლა.. რთულია ემოციის გარეშე უყურო ამ მომენტს თუნდაც ყველაზე ნეიტრალურმა ადამიანმა
2013, 3 ივნისი, 15:22
ასეთი ცრემლიანი ფეხბურთელი არ მინახავს. გული მეტკინა ძალიან.
2013, 3 ივნისი, 15:20
იციან კატალონიაში ფეხბურთელების დაფასება, აბიდალი ნამდვილად ღირსეული ფეხბურთელია....
2013, 2 ივნისი, 12:57
კარგი მცველი და კარგი ფეხბურთელი იყო მთლიანობაში.
0 1 7