x
image
worldsport.ge
ნეიმარი – სიმდიდრის წყარო

imageბრაზილიელი კარიკატურისტი მაურისიო დე სოუზა სულ მალე შესაძლოა ძალიან მდიდარი კაცი გახდეს. როგორც ბრაზილიური მედია იუწყება, მაურისიოს გამდიდრების მიზეზი არც მეტი, არც ნაკლები, ბრაზილიური “სანტოსის” სუპერბიჭუნა ნეიმარი იქნება.
საქმე ისაა, რომ მაურისიო დე სოუზამ კარიკატურების მთელი სერია დახატა, სადაც მთავარი გმირი ნეიმარია. კარიკატურების ციკლს სახელად “ნიჭიერი ბიჭი” ერქმევა და თუკი ნეიმარის დიდ და მზარდ პოპულარობას გავითვალისწინებთ, ამ პროექტმა მართლაც დიდი მოგება შეიძლება მოიტანოს.
შეგახსენებთ რომ აქამდე კარიკატურების გმირებად სხვადასხვა დროს ისეთი ცნობილი ბრაზილიელი ფეხბურთელები ყოფილან, როგორიც პელე, რონალდო და რონალდინიოა. რაკი მსგავსმა ინიციატივებმა გაამართლა, წესით, არც ნეიმარის გმირი უნდა იყოს გამონაკლისი...


www.worldsport.ge

0
203
3-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
203
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0