x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134563
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508622
უმარტივესად მოსამზადებელი და უგემრიელესი პიცა
image



წვიმიან ამინდში სახლიდან ცხვირის გაყოფა გეზარება... არაფერია, პატარა წვეულება შეგიძლია სახლშიც მოაწყო.


დაპატიჟე მეგობრები და შენი გამომცხვარი პიცით გაუმასპინძლდი!!





ინგრედიენტები


ცომისთვის:

* 1 ჭიქა წყალი

* 3 ჭიქა ფქვილი

* 2 ს/კ ზეითუნის ზეთი

* 1 ს/კ საფუარი

* 1 ჩ/ჭ შაქარი

* 1 ჩ/ჭ მარილი

ზედაპირისთვის:

* 250 გრ. ყველი პარმეზანი (თუ ის არ გაქვს, შეგიძლია სხვა სახის ყველიც გამოიყენო)

* 100 გრ. ტომატის პასტა

* 2 საშუალო ზომის ხახვი

* ძეხვი ან ლორი (შენი გემოვნებიდან გამომდინარე)

* მაიონეზი

* სუნელები: ბაზილიკი, როზმარინი (თუ არ გაქვს, ეს პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან პიცა მაინც უგემრიელესი გამოგივა)


image

მომზადების წესი

წყალი, შაქარი და ზეთი ერთმანეთში აურიე. ცალკე ჭურჭელში ფქვილი, მარილი და საფუარი ჩაყარე და მიღებული სითხე დაასხი. ცომი რბილი უნდა იყოს, მაგრამ მისი მოზელა უნდა შეგეძლოს. მოზელის შემდეგ ცომი ცხიმწასმულ, ღრმა ჭურჭელში მოათავსე და ასაფუებლად 1 საათით გააჩერე. შემდეგ კიდევ ერთხელ მოზილე და ისე გააბრტყელე, რომ ძალიან თხელი ფირფიტა მიიღო. ის ცხელ, ცხიმწასმულ ტაფაზე მოათავსე. ზედ ტომატის პასტა წაუსვი და ზედაპირისთვის განკუთვნილი სხვა პროდუქტებიც ლამაზად დააწყვე. როგორც ცნობილია, ძველი იტალიელი დიასახლისები პიცის ზედაპირზე სადილის მომზადებისას მორჩენილ ნებისმიერ პროდუქტს ათავსებდნენ. ასე რომ, შენც თამამად მიმართე ექსპერიმენტებს!! ბოლოს გახეხილი ყველი და სუნელები მოაყარე. პიცა ღუმელში 15 წუთით 450 გრადუსზე გამოაცხვე. როგორც კი გამოცხვება, ღუმელიდან გამოიღე და რომ არ გამაგრდეს ხის ჭურჭელზე გადმოდე.


გემრიელად მიირთვით!

0
1098
4-ს მოსწონს
ავტორი:sweet one
sweet one
1098
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0