x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508610
საინტერესო ფაქტები ნაწილი V
მოგესალმებით.
ამ სტატიაში ვაგრძელებ, რუბრიკას სათაურით, საინტერესო ფაქტები
საკმაო გამოხმაურება ჰქონდა წინა სტატიებს და გადავწვიტე გავაგრძელო მსგავს თემებზე წერა. მაშ ასე

1. აკუპუნქტურა, ძველი ჩინური ლეგენდის თანახმად, ხუთი ათასი წლის წინათ ერთი მხედართმთავარი ცხოვრობდა, რომელიც წელს ქვემოთ საშინელი ტკივილით იტანჯებოდა (თანამედროვე სამედიცინო სტანდარტებით ამ სატკივარს საჯდომი ნერვის ანთებად იხსენიებენ). ერთ-ერთ ბრძოლაში მხედართმთავარს ისარი პირდაპირ აქილევსის მყესში მოხვდა და... ტკივილი მყისვე ჩაუცხრა.ბრძოლიდან ორმაგი გამარჯვებით (ერთ-ერთი ხომ ტკივილზე გამარჯვება გახლდათ!) დაბრუნებულს ასეთი აზრი დაებადა: ეპოვა ჯარისკაცი, რომელსაც იგივე სატკივარი ტანჯავდა და შუბი ეჩხვლიტა. ექსპერიმენტმა გაამართლა – რიგითი სამუდამოდ გათავისუფლდა მტანჯველი ტკივილისგან. სასწაულებრივი განკურნების ამბავი მთელ ჩინეთს მოედო და მეთოდიც მალე გავრცელდა ხალხში.
image



2. 1 მაისს მსოფლიო ჩემპიონის, ფორმულა 1-ის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მრბოლელის აირტონ სენას გარდაცვალებიდან ზუსტად 19 წელი გავიდა. მისი სიცოცხლე დასრულდა ტრაგიკულად, 1994 წელს სან-მარინოს გრან-პრის დროს რომელიც იტალიის ქალაქ იმოლას ავტოდრომზე იმართებოდა, ის Tamburello-ს მოსახვევში სავარაუდოდ ბოლიდის გაუმართაობის გამო, 300 კმ/სთ სიჩქარით გადავიდა გზიდან და ბორდს შეეჯახა, წინა დღით იმავე ტრასაზე Tosa-ს მოსახვევთან იმავე სიჩქარით ახალბედა ავსტრიელი მრბოლელი დაიღუპა. სენა 34 წლის ასაკში გარდაიცვალა ის დღეს 53 წლის იქნებოდა.

image



3. ჰოლოკოსტის ეს მემორიალი მდებარებს Miami Beach-ზე, ფლორიდაში. მოქანდაკე Kenneth Treister.

ჰოლოკოსტის სახელით ცნობილია მეორე მსოფლიო ომის პერიოდში გერმანიის ნაცისტური ხელისუფლების და მისი მოკავშირეების მიერ განხორციელებული ებრაელების, ასევე ბოშების, ჰომოსექსუალების და სხვა უმცირესობების მასიური გენოციდი. განადგურებული იქნა 6 მილიონზე მეტი ებრაელი. მოკლული საბჭოთა სამხედრო ტყვეების, პოლონელი ინტელექტუალების და სხვების გათვალისწინებით მსხვერპლის რიცხვი გაცილებით დიდია.

2005 წლის 1 ნოემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სხდომაზე 27 იანვარი გამოცხადდა ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღედ.


image


დღეისათვის სულ ეს იყო მომავალში ვეცდები უფრო მეტად საინტერესო ისტორიები შემოგთავაზოთ. გმადლობთ ყურადღებისთვის

1
334
5-ს მოსწონს
ავტორი:Kurnosa7
Kurnosa7
334
  
2013, 14 მაისი, 1:39
ყოჩაღ ყოჩაღ ყოჩაღ
0 1 1