x
მეტი
  • 24.11.2024
  • სტატია:138434
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512071
კურსკის მაგნიტური ანომალია
ამ სტატიაში ვეცდები მოგაწოდოთ მცირე ინფორმაცია კურსკის მაგნიტურ ანომალიასთან დაკავშირებით.


Курская магнитная аномалия


კურსკის მაგნიტური ანომალიით პირველად დაინტერესდა ასტრონომი П. Б. Иноходцев 1773 წელს. მან ბელგოროდსა და კურსკში აღმოაჩინა ხმელეთის მაგნეტიზმის ძლიერი ანომალია.


100 წელზე მეტი დრო გავიდა მას შემდეგ და ყაზახეთის უნივერსიტეტის პროფესორმა, И. Н. Смирнов-მ 1874 წელს დაიწყო მაგნიტური ანომალიის შესწავლა.



1883 წელს ხარკოვის უნივერსიტეტის დოცენტმა, Н. Д. Пильчиков-მ 71 კვლევითი სამუშაო ჩაატარა. მან აღმოაჩინა, რომ ეს მაგნიტური ანომალია გამოწვეული იყო რკინის საბადოთი. სწორედ ამ აღმოჩენის გამო მას 1884 წელს ვერცხლის მედალი მიენიჭა.


1898 წელს პარიზელი პროფესორი მურო იკვლევდა მაგნიტურ ანომალიას. მას თან ახლდა Э. Е. Лейст. მუროს კვლევებმა თავდაყირა დააყენა სახმელეთო მაგნეტიზმის თეორია. რამდენიმე კვირის კვლევის შემდეგ კი მან მტკიცედ განაცხადა, რომ აღმოჩენილი მაგნიტური ანომალია უკავშირდებოდა რკინის დიდ საბადოს.


Курская магнитная аномалия


Э. Е. Лейст-მა რაიონული საბჭოს მიერ გამოყოფილი თანხით შეიძლინა მაგნიტური გაზომვების აპარატურა და საბურღი ინვენტარები. მისი გათვლებით ზედაპირიდან არა უმეტეს 200 მეტრისა უნდა ყოფილიყო ეს საბადო, თუმცა ბურღვისას არ აღმოჩნდა ამ სიღრმეზე არაფერი. რის გამოც რაიონულმა საბჭომ ჩამოართვა მას შეძენილი აპარატურა. დაბრკოლებების მიუხედავადა Э. Е. Лейст-მ გადაწყვიტა საკუთარი ხარჯებით გამოეკვლია გეოლოგიური სტრუქტურები.


Курская магнитная аномалия


1910 წელს Лейст-მა დაასრულა მაგნიტური ანალიზის ჩაწერის მნიშვნელოვანი ნაწილი. მან სამუშაოს შედეგები გააცნო მოსკოვის ფიზიკისა და ბიოფიზიკის ინსტიტუტებს. 1916 წელს მისი ინიციატივით შეიქმნა გეოფიზიკური კომისია. მრავალწლიანმა მუშაობამ შეარყია Лейст-ის ჯანმრთელობა. 1918 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ იგი სამკურნალოდ გაგზავნა გერმანიაში (Наугейме-ში). Лейст-მა თან წაიღო კვლევებთან დაკავშირებით ყველანაირი ჩანაწერი. იგი აპირებდა გერმანიაში დაესრულებინა თავისი კვლევა, მაგრამ სიკვდილმა არ მისცა ამის საშუალება.


გერმანელებმა Э. Е. Лейст-ის ნაშრომებისათვის საბჭოთა მთავრობად უზარმაზარი თანხა შესთავაზეს. ამის საპასუხოდ ლენინმა მიმართა აკადემიკოს П. П. Лазареву-ს და სხვა მეცნიერებს, რატა მოკლე დროში დაესრულებინათ მაგნიტური ანომალიის კვლევა. ექსპერდიციაში П. П. Лазареву-თან ერთად მონაწილეობას იღებდა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი А. И. Заборовский.


კვლევითი სამუშაოები პირადად ლენინის მიერ კონტროლდებოდა. ჩამოყალიბდა სპეციალური კომიტეტი (ОККМА), რომელსაც ხელმძღვანელობდა აკადემიკოსი И. М. Губкин. 1922 წლის 7 აპრილს სოფელ Лозовка-სთან გაბურღვის შედეგად 167 მეტრ სიღრმეზე აღმოჩენილ იქნა რკინის საბადოს პირველი ნიმუშები.


აღმოჩენა მალე იმდენად პოპულარული გახდა, რომ В. В. Маяковский-მ ორი ლექსიც კი მიუძღვნა იმ შრომის გმირებს, ვინც საბადოს აღმოჩენაში მონაწილეობდა.


Курская магнитная аномалия


მეცნიერებისთვის დღემდე აუხსნელია, თუ როგორ უნდა აღმოჩენილიყო ზედაპირულ სიღრმეებში (200-400 მეტრი) ამ ზომის რკინის საბადო.


Курская магнитная аномалия


1899 წელს Э. Е. Лейст-ის მიერ გაბურღულ ადგილას (200 მეტრ სიღრმეზე) განახლდა ბურღვა და 220 მეტრზე აღმოჩნდა რკინის საბადო. ამის შემდეგ Э. Е. Лейст-ის მოღვაწეობა დიდად დაფასდა და ორგანიზაცია КМА-მ (КМА (Курская Магнитная Аномалия) - შემსწავლელი კომისია ) დაიწყო მისი ნაშრომების შესწავლა.


1931 წლიდან (გეოლოგიური სამძებრო სამუშაოების მიერ მონიშნულ პერსპექტიულ ადგილებზე) დაიწყო რკინის მოპოვება და დღესაც გრძელდება. 1933 წლის 27 აპრილს პირველად მოხდა რკინის პირველი მოპოვება. 1935 წლის ნოემბრისთვის უკვე 5 ათასი ტონა მაღალი ხარისხის რკინა იყო მოპოვებული. მეოცე საუკუნის 50-იან წლებში განახლდა გეოლოგიური შესწავლა. 1950 წელს ჩამოყალიბდა ლვოვის სპეციალური გეოლოგიური მკვლევარების ჯუფი.


1956 წელს აშენდა პირველი რკინის გადამამუშავებელი ქარხანა.


4
207
8-ს მოსწონს
ავტორი:cxvedo
cxvedo
207
  
2013, 1 მაისი, 2:08
რავი აბა
2013, 30 აპრილი, 14:00
სტატია მართლა მაგარია და წვალების რა გითხრა :)
2013, 30 აპრილი, 9:25
მაგარი სტატიაა cxvedo მაგრად გიწვალია
2013, 30 აპრილი, 9:13
მოწოდების სიმაღლეზე ხართ, როგორც ყოველთვის!
0 1 4