x
image
K.P.
ლიკა ევგენიძე ორსულადაა, რატომ დატოვა მან საქართველო (+პირადი ფოტოკოლექცია)

imageლიკა ევგენიძემ საქართველო დატოვა. ზოგი ამ ფაქტს მთავრობის ცვლილებას უკავშირებდა, მაგრამ მიზეზი სხვა აღმოჩნდა. ლიკა მალე ამერიკის მოქალაქეობას მიიღებს, რისთვისაც საჭირო იყი გარკვეული ხნის მანძილზე ქვეყანა არ დაეტოვებინა. ლიკა მეორე შვილს ელოდება, ის უკვე თითქმის 6 თვის ორსულია და მალე ვაჟის დედა გახდება. ლიკას პირველი ქალიშვილი ჰყავს, ანა-სოფია, რომელიც მამის მსგავსად ამერიკის მოქალაქეა. image"სიმართლე გითხრა, გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ჰქონდა, ბიჭი იქნებოდა თუ გოგო, მაგრამ ორივე რომ გყავს, კარგია. მესამეზე აღარ ნერვიულობ და მართლა აღარანაირი მნიშვნელობა არ აქვს ბავშვის სქესს. მაგრამ არც ამ შემთხვევაში იყო განსაკუთრებული მოლოდინი სქესის მიმართ, მაინც ერთნაირად გაგვიხარდებოდა მეც და ნიკასაც. მასაც არ ჰქონია არასდროს ბიჭის ისეთი სურვილი, ზოგადად, კაცებს რომ ახასიათებთ. გიჟდება ანა-სოფიაზე. მთლიანად ვარ ახლა გადართული ანა-სოფიაზე. ბაღში მივიყვანეთ, სწავლობს ინგლისურს, ლექსებს ყვება. ძალიან სასაცილოდ ლაპარაკობს შერეულ ენაზე. წინადადებაში ზოგ სიტყვას ქართულად ამბობს, ზოგს ინგლისურად"-გვიამბობს ლიკა. image პატარასათვის სახელი ჯერ არ შეურჩევიათ, მაგრამ უნდათ საერთაშორისო სახელი შეარჩიონ, რომელიც ყველა ენაზე მარტივი წარმოსათქმელი იქნება. ანა-სოფია ჯერ პატარაა და ჯერ კარგად ვერ აღიქვამს, რომ ძმა ეყოლება. მშობლები ცდილობენ ამ აზრს შეაგუონ. "ხვდება, რომ მის თავს რაღაც ხდება. იმ დღეს მაღაზიიდან პატარა ჩასაცმელი მოიტანა, ეს ჩემს ძამიკოს ვუყიდე, მაგრამ ჩემიაო. მინდა, მაქსიმალურად თვითონაც ჩავრთო აღზრდაში. სულ ვნერვიულობ ამ თემაზე, არ მინდა, ანას ჩვენი ყურადღება მოაკლდეს"-გვიამბობს ლიკა. ცოლ-ქმარი მალე საქართველოში ჩამოსვლას გეგმავს, უნდათ ბავშვები სამშობლოში გაზარდონ. ვუსურვოთ მათ წარმატებები... imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage

imageimage







imageimageimageimageimage



imageimageimageimageimage




0
908
13-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:K.P.
K.P.
908
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0