x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134566
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508646
ბერძნული პიცა (+ძაძიკის სოუსი).
imageმასალა: 1 ცალი პიცის მზა ცომი.

წითელი ხახვი - 1 ცალი.

კიტრი - 1 ცალი.

ზეთისხილი(დაჭრილი) - 1/2 ჭიქა.


ზეითუნის ზეთი - 2 სუფრის კოვზი.

ძაძიკის სოუსი - 3/4 ჭიქა.

მოცარელა - 200 გრ.

ყველი ფეტა - 50 გრ.

პომიდორი ჩერი - 200 გრ.

მომზადების დრო: 30 წუთი.

პიცის მზა ცომს გადაუსვით ზეითუნის ზეთი, მოაყარეთ გახეხილი ან წვრილად დაჭრილი მოცარელა, მოაყარეთ რგოლებად დაჭრილი წითელი ხახვი. შედგით 260 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 12-15 წუთით. როდესაც ცომი გაოქროსფერდება გამოიღეთ და დაუმატეთ დანარჩენი კომპონენტები - დაჭრილი პომიდორი, კიტრი, ზეთისხილი და მოასხით ძაძიკის სოუსი. გემრიელად მიირთვით!

image

ძაძიკის სოუსი: კიტრი გაასუფთავეთ კანისგან და თესლებისგან, გახეხეთ და ცოტა ხნით გადაიტანეთ საწურზე, 15 წუთის შემდეგ გაწურეთ, დაუმატეთ გახეხილი ნიორი, გაწურული მაწონი ან არაჟანი, ზეთი, დაჭრილი პიტნა ან ლიმნის წვენი, მარილი და წიწაკა გემოვნებით და ამოურიეთ.

image

1
121
შეფასება არ არის
ავტორი:მაია წიკლაური
მაია წიკლაური
121
  
2013, 22 აპრილი, 22:29
ძაძიკი დძალიან გემრიელია ,მაგრამ ესე ტუ მზადდებოდა არ ვიცოდი...
0 1 1