x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134563
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508622
ფერადი სააღდგომო კვერცხები.
სააღდგომოდ უკლებლივ ყველა სუფრას დაამშვენებს პასკა და წითელი კვერცხები. თუმცა, გადავწყვიტე სააღდგომო სუფრაზე სიხალისე შემეტანა და ცოტა უჩვეულოდ შემეფერადებინა, ამიტომ მოვიძიე ინფორმაცია, როგორ შევღებო კვერცხები სხვადასხვა ფერად ნატურალური საშუალებების გამოყენებით. image


ალბათ ბევრს შეუღებავს კვერცხები ხახვის ფოჩის გამოყენებით, ძველისძველი მეთოდი, რის შედეგად კვერცხი მუქ ნარინჯისფერს იღებს. სინამდვილეში, ფერი დამოკიდებულია ფოჩის ფერსა და ხარშვის დროზე. შედეგად მიიღებთ ღია ჟღალ, ან მუქ ყავისფერ კვერცხებს, ან იასამნისფერს - თუ კვერცხს წითელი ხახვის ფოჩში შეღებავთ.

image

კვერცხის ნაჭუჭი გახდება მწვანე, თუ კვერცხს მოხარშავთ ისპანახში. ჩაალბეთ კვერცხი ყურძნის წვენში და მიიღებთ ნაზ ლავანდისფერს.


ვარდისფერი კვერცხის მისაღებად კვერცხი ჩაალბეთ ჭარხლის ან ძახველის წვენში. ლურჯი ფერის მიღება კი შეგიძლიათ წითელი კომბოსტოს საშუალებით. დაჭერით 2 თავი წითელი კომბოსტო, დაასხით ნახევარი ლიტრი წყალი და სუფრის კოვზი ძმარი, ჩაალააგეთ მასში კვერცხები და დატოვეთ მთელი ღამით.

image

3
666
3-ს მოსწონს
ავტორი:მაია წიკლაური
მაია წიკლაური
666
  
2013, 3 მაისი, 18:37
მართლა რად არის მწვანე კვერცხები წითელი იმიტომაა რომ წითლად უნდა შევღებოთ არა ?
2013, 17 აპრილი, 23:16
არ ვაპირებ მწვანე კვერცხებით შევხვდე ამ დღესასწაულს.წითელს თავისი დატვირთვა აქვს რელიგიური აი სხვა დღეებში კიდე ჰო
2013, 17 აპრილი, 23:07
ისპანახში არ მომიხარშავს, აი ხახვის ფოჩში მოხარშული არ გამოდის ხასხასა :(( ისე მე ამ საკითხში კონსერვატორი ვარ და მხოლოდ ხასხასა წითელი კვერცხი, არანაირი სიჭრელე
0 1 3