x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134580
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508657
რატომ დაფრინავენ მგზავრები ტომარაში გახვეულები?!

imageევროპულ სამგზავრო თვითმფრინავში გადაღებულია უცნაური სურათი: უზარმაზარ პლასტიკურ პაკეტში გამოხვეული ადამიანი მგზავრობს. ეს სურათი გამოქვეყნდა ინტერნეტში და საოცარი გამოხმაურება მოჰყვა. ინტერნეტმომხმარებლების მიერ დასმული იყო უამრავი კითხვა ამ სურათის თაობაზე, ყველას აინტერესებდა, რატომ მგზავრობდა ადამიანი ასე შეფუთული. როგორც აღმოჩნდა, ეს ადამიანი არის "კოჰეინი"-ერთ-ერთი ყველაზე ძველებური, მკაცრი რწმენის მიმდევარი. კოჰეინებს ეკრძალებათ გვამებთან ახლო კონტაქტი, თუ ისინი არ წარმოადგენენ მიცვალებულის უახლოეს ნათესავებს. ეს აგრეთვე ეხება სასაფლაოსთან მიახლოებას და მის თავზე გადაფრენას. ამ ფაქტის გამო კოჰეინები დიდ გაჭირვებაში ჩაცვივდნენ. მეცნიერებმა გადაწყვიტეს როგორმე ეშველათ მათთვის. იმისათვის, რომ მათ ფრენა შესძლებოდათ, მეცნიერებმა მიიღეს რადიკალური გადაწყვეტილება. ისრაელის აეროპორტი ბენ-გუპიონი გარშემორტყმულია ოთხი მოზდილი სასაფლაოთი - მათ შორისაა "ხოლონის დიდი სასაფლაო".

2002 წელს ისრაელის გაზეთი "გაარეცი" წერდა, რომ ავიაკომპანია EIAI-ის ბრიტანელმა მფრინავმა ვერაფრით მოახერხა მგზავრი ამოესვა დახურული ჩანთიდან. ის უარს ამბობდა "დიდი ხოლონის" თავზე ფრენაზე. გასულ წელს ისრაელის ავიაკომპანიამ მგზავრების უსაფრთხოების დაცვის მიზნით, გადაწყვიტა აეკრძალა ფრენა სასაფლაოების თავზე. ახლა ფრენა სასაფლაოების გვერდის ავლით ხორციელდება.

2
1979
5-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
1979
  
2014, 20 მარტი, 19:57
რა მაგარი სიბნლეა :))))))
2014, 20 მარტი, 13:58
აცვამს რაა
0 1 2