x
image
თეონა ასტამაძე
რა უნდა ვიცოდეთ ჭექა-ქუხილის დროს
image ვისაც ჭექა-ქუხილი მოსწრებია ტყესა თუ მინდვრად, კარგად იცის თუ რა საშიშია აბობოქრებული სტიქია, გამაყრუებელი მეხთატეხა, ელვის საოცარი კლაკნილები.

ყველა ცოცხალი არსება ცდილობს დამალვას. მაგრამ ყოველთვის როდი ირჩევენ უსაფრთხო თავშესაფარს.

ჭექა-ქუხილის დროს ათი-თხუტმეტი მეტრის მანძილზე არ უნდა მივუახლოვდეთ განცალკევებულად მდგარ მაღალ საგნებს, ბოძებს, ხეებს, ელექტროგადამცემი ხაზების ლითონის ფორმებს და ზვინებს.

ძალიან საშიშია ასევე მაღლობ ადგილზე, ბორცვების ან მთების მწვერვალზე ან ღია დაბლობზე დგომა. თუ ჭექა-ქუხილმა ასეთ ადგლას მოგისწროთ უნდა დაწვეთ და ელოდოთ სანამ გადაიღებს.


ყველაზე საიმედოა თავის შეფარება ბორცვების ფერდობებზე მცირე ჩაღრმავებებში. შორს უნდა იყოს ლითონის საგნები.

ზოგიერთი ჯიშის ხე თითქოს იზიდავს მეხს.

მეცნიერების დაკვირვებით ყოველი ასი დაცემიდან მუხაზე მოდის 54 მეხი, ჩინარზე- 24, ნაძვზე 10, ფიჭვზე- 6, რცხილაზე - 3, აკაციაზე - 1,

არყის ხე, ნეკერჩხალ, თხილ და კაკალი ხშირ ტყეში მეხს თითქმის არ იზიდავენ, ღია ადგილზე კი ამ თვისებას მოკლებულნი არიან.

5
939
11-ს მოსწონს
ავტორი:თეონა ასტამაძე
თეონა ასტამაძე
939
  
2013, 13 მაისი, 13:28
რა უნდა ვიცოდეთ ჭექა-ქუხილიზე და ის უნდა ვიცოდეთ, რომ კარგი ჟექა ქუხილის შემდეგ მდინარეებში ბევრად უფრო კარგად ითევზავებ ვიდრე წყნარი ამინდისას :) ხო, კიდევ მეხს რაც შეეხება ის სინამდვილეში ღრუბლებიდან კი არ ეცემა მიწაზე, არამედ პირიქით ხდება განმუხტვა და ქვემოდან ზემოთ ურტყამს
ტელევიზორის ანტენა დაიჭირეთ ხელში,და უგზოუკვლოდ ირბინეთ მინდორში,კაი დროის გატარებას გისურვებთ....
2013, 12 აპრილი, 22:32
ეტყობა მაგრად გეშინია :)))
2013, 12 აპრილი, 22:30
მე საქართველოსიც მყოფნის:D
2013, 12 აპრილი, 22:29
ეგ არგენტინაში უნდა ნახო როგორი იცის :)))) და საქართველოს ჭექა ქუხილი მოგეჩვენება იავნანად ადამიანს :)))
0 1 5