x
image
ვიზა კოხაძე
უნდა ველოდოთ თუ არა 26 მაისს "კოჰაბიტაციას" ქართულ პოლიტიკაში?(+ ფოტოები - 2011 წელს როგორ დაარბიეს აქციის მონაწილეები)
image
სატელევიზიო, საინფორმაციო საშუალებებით საზოგადოება 26 მაისს - საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მოსალოდნელი სიახლეების შესახებ ინფორმირებული გახდა, რაზეც განცხადება თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ გააკეთა.როგორც ალასანია აცხადებს, 26 მაისის აღლუმისთვის მზადება უკვე მიმდინარეობს, დეტალების გამჟღავნებისგან მინისტრმა თავი შეიკავა, თუმცა საზოგადოებას აცნობა, რომ აღლუმი სამხედრო კომპონენტებთან ერთად სხვადასხვა ღონისძიებებით იქნება დატვირთული.

აღლუმის პოლიტიკური დატვირთვა გახდა განხილვის საგანი პოლიტიკოსებისვის.დაესწრება თუ არა ქვეყნის მთავარსარდალი 26 მაისის აღლუმს? რა ფორმით ჩატარდება და იქნება თუ არა მცდელობა კიდევ ერთხელ "კოჰაბიტაციის" გამოვლენისა მთავრობასა და პრეზიდენტს შორის? იქნება თუ არა მცდელობა დღეს მოქმედი კონსტიტუციის დარღვევისა?ეს ის კითხვებია, რომელიც პოლიტიკოსებთან ერთად სამოქალაქო საზოგადოებასაც აინტერესებს.image

image
image

უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები ერთგვაროვნად აფასებენ 26 მაისის ღონისძიებას და ამბობენ, რომ აღლუმი ქართველმა ერმა უნდა ჩაიბაროს და არა ერთეულმა პიროვნებებმა.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ქვეყანა მე-18 აღნიშნავს.ბოლოს 26 მაისი 2004 წელს აღსდგა და არასოდეს დაავიწყდება საზოგადოებას, 2011 წელს როგორ აღნიშნა ქართველმა ხალხმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - 26 მაისი.


პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჯერჯერობით განცხადებას არ აკეთებს 26 მაისის აღლუმთან დაკავშირებით.მოგეხსენებათ, საქართველოს კონსტიტუციით დღეს მოქმედი პრეზიდენტი ანუ ქვეყნის მთავარსარდალი მეზობელ სახელმწიფოში იმყოფება ვიზიტით და სავარაუდოდ განცხადებებსაც უნდა ველოდოთ პრეზიდენტის მხრიდან კარს მომდგარ ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით.imageimageimageimage
image




5
52
25-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
52
  
2013, 4 აპრილი, 15:11
კარგი სტატიაა.ვნახოთ როგორ ჩაატარებენ ესენი აღლუმს.იმედს ვიტოვებ რომ ყველაფერი კარგად იქნება.
2013, 4 აპრილი, 0:41
მართლა კარგია,,,კარგი დაა ქტუალური
2013, 4 აპრილი, 0:37
ასეთი დაულაგებელი არ ვიცი .!!!დიდი მადლობა,მაგრამ არ მეკუთვნის
2013, 4 აპრილი, 0:33
ძალიან კარგი და საჭირო სტატიაა
2013, 4 აპრილი, 0:02
ასეთი ჯერ არაფერი დამიწერია.
0 1 5