x
image
მამუკა123
სასიამოვნო დიალოგი

-გამარჯობა
-გაგიმარჯოს.
-რაღაც მინდა გკითხო
-მკითხე
-მგონია რომ დამცინებ
-არასწორად გგონია
-კარგი, ვინმე გიყვარს?
-შენ როგორ ფიქრობ
-ჯერ კითხვაზე მიპასუხე
-რომელ კითხვაზე?
-შენ რა არ მისმენ??
-კითხვა აღარ ქვია იმას რაც ზუსტად იცი
-საიდან იცი მე რა ვიცი?
-ჩანს
-სად?
-შენს თვალებში.
-და შენც შეგიძლია წაკითხვა?
-შემძლებია..
-კი მაგრამ, მეტყვი?
-რას?
-გიყვარს თუ არა ვინმე
-იცი შენ ამ ვითომ შეკითხვაზე პასუხი
-საიდან მოიტანე?
-შენ იღიმი, ღიმილი საკმაოდ გამჭვირვალე ფარდაა დასამალად
-და შენ შეგიძლია დაინახო რა ხდება იმ ფარდის უკან?
-შემძლებია..
-კარგი ერთხელ და სამუდამოდ მეტყვი?
-რასაც გონება გკარნახობს ის არის პასუხი, ტყუილად ცდილობ შეწინააღმდეგებას
-შენ რა იცი რას ვეწინააღმდეგები
-ყოველ ჯერზე, როცა რაღაცას გეუბნები თავს აქეთ-იქით აქნევ შენდაუნებურად
-შენ რა ჩემი მოსმენაც და ყველა მიმიკის დაჭერაც შეგიძლია?
-შემძლებია..
-კარგი აღარ მინდა ამდენი ლაპარაკი, განა ასეთი რთულია კი ან არას თქმა?
-განა ათასჯერ უნდა გაგიმეორო, რომ იცი ამ კითხვაზე პასუხი?
-მეთამაშები და სასაცილოდაც არ გყოფნის ჩემი შეკითხვა, არაფერიც არ ვიცი.
-იცი
-სად ხედავ?
-შენი პატარა ხელები მიყვებიან, საიდუმლოს არც ისე კარგად ინახავენ.ცოტა კანკალებენ, სულ ცოტათი
-შენ რა ჩემი ხელების გაგებაც შეგიძლია?
-შემძლებია..
-კარგი აღარ მაინტერესებს, რაც გინდა ის ქენი..
-კიდევ ერთხელ დაამტკიცე, რომ იცი კითხვაზე პასუხი
-საიდან მოიტანე?
-მე არსაიდან, შენმა ცრემლებმა მოიტანეს..
-როგორ შეგიძლია, ჩემს თვალებს, ღიმილის, ხელებს, თითებს, ცრემლებს გაუგო..
-შემძლებია..
-შენ რა ყველა ადამიანის ასე კარგად გესმის?
-არა..
-აბა ვისი გესმის?
-მხოლოდ იმის ვინც მიყვარს..
-...
-კიდევ გაქვს შეკითხვა?

0
110
1-ს მოსწონს
ავტორი:მამუკა123
მამუკა123
110
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0