x
image
K.P.
რატომ დააკავეს კოტე თოლორდავა და როგორ იხსენებს ის ციხეში გატარებულ თვეებს?

imageკოტე თოლორდავა ერთ-ერთი პოპულარული მსახიობია. მიუხედავად თეატრში მრავალწლიანი მოღვაწეობისა ის ფართო საზოგადოებამ "სერიალ ჩემი ცოლის დაქალების" მეშვეობით გაიცნო. ალბათ არ იცოდით, რომ კოტე ციხეშიც იჯდა. სპექტაკლის პრემიერამდე რამდენიმე დღით ადრე, რეჟისორმა მას, როგორც თვითონ ამბობს, "რაღაც" მიუტანა. თურმე მას უკან მოჰყვებოდნენ, რეჟისორიც და მსახიობიც, ორივე ერთად დააკავეს. კოტემ სამი თვე კამერაში გაატარა.image საკანში გატარებულ დღეებს კოტე ძალიან სერიოზულ გამოცდილებად მიიჩნევს. "უბედური ხარ, მაგრამ ურთიერთობებს სწავლობ. იქ ისხდნენ ტიპები მკვლელობისთვის, ყაჩაღობისთვის. გარედან სხვანაირად ჩანს ყველაფერი, შიგნით სხვა ამბები ხდება"-გვიამბობს კოტე. მსახიობი არ დაინდეს და სცემეს კიდეც. მიზეზი ურჩოობაა. კოტემ გაზეთ "რეიტინგთან" ინტერვიუს დროს ამ ინციდენტზეც ისაუბრა: "ჯიბეში მქონდა ხელები. ჯიბეში რა გიდევსო, მკითხეს, არაფერი-მეთქი. ამოიღეო, როგორ უნდა ამოვიღო, თუ ხელი არ ამოვყავი ჯიბიდან-მეთქი. შენ რა, "ბლატნოი" ხარო, არა, მსახიობი ვარ-მეთქი".image

სულ ცოტა ხნის წინ სერიალში კატოს როლის შემსრულებელი შეცვალეს. ასეა თუ ისე დიტოს ახალი ცოლი-ლელა მებურიშვილი ჰყავს. სერიალიდან ნინო გაჩეჩილაძის წასვლამ მას გული ძალიან დასწყვიტა, რადგან მსახიობები უკვე შეთამაშებულები იყვნენ. თუმცა ლელასთან ერთადაც აქვს მას ერთ-ერთ სპექტაკლში ნათამაშები. კოტე ირწმუნება, რომ ლელას თავისი ხიბლი აქვს და მაყურებელი მასაც მალე შეიყვარებსო. image

2
939
12-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
939
  
2013, 1 აპრილი, 2:34
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2013, 31 მარტი, 21:05
ავტორ ციხის ბუნტზე რასაც ყვება ის რატო არ დაწერე?
0 1 2