x
მეტი
  • 06.05.2024
  • სტატია:134635
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508827
ჩემპიონთა ლიგის წინა სამატჩო პროგნოზები
2013 წლის 2-3 აპრილს მთელი მსოფლიოს ყურადღებას, ევროპის ოთხი ქალაქი რომ მიიპყრობს, მაგას დიდი ფილოსოფია ნამდვილად არ სჭირდება. 2 აპრილს დაიწყება ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური თამაშები და 10 აპრილს გვეცოდინება ოთხი ნახევარფინალისტები. მაშ ასე მივყვეთ თანმიმდევრობით მართლაც, რომ ძალიან საინტერესო თამაშებს.
I წყვილი
პ.ს.ჟ. - ბარსელონა
image

ამ წყვილის ფავორიტი ბარსელონაა და ალბათ ამაში ეჭვი არავის არ ეპარება, თუმცა პარიზელების ასე ნაადრევად ჩამოწერაც დიდი უნამუსობა იქნება. წესით ზლატანს ბარსასთან თამაშიც უნდა გამოეტობვებინა ვალენსიასთან უხამსი საქციელის გამო, მაგრამ უეფამ შვედს სასჯელი შეუმსუბუქა. პირადად ჩემთვის ძალიან საინტერესო იქნება ზლატანის თამაში მის ყოფილ გუნდთან. თუმცა ფაქტი ფაქტად რჩება ფავორიტი აქ ერთია და ეს ბარსელონაა.

II წყვილი
ბაიერნი - იუვენტუსი

image

მეოთხედფფინალური მატჩებიდან ეს თამაში ყველაზე დიდ ყურადღებას იწვევს, გამომდინარე იქიდან, რომ ასე თუ ისე თანაბარი გუნდია ბაიერნიც და იუვენტუსიც. უშეღავათო და დაძაბულ შეხვედრას ელის ყველა. შემდეგ ეტაპზე ასპარეზობის გაგრძელებას რაც შეეხება შანსები ალბათ მაინც 50 / 50 ზეა. პირადად მე უპირატესობას იუვენტუსს ვანიჭებ.




III წყვილი

მალაგა - დორტმუნდი

image

ამ წყვილში ფავორიტებათ გერმანელებს მიიჩნევენ. დორტმუნდს ძალიან კარგი, ახალგაზრდული და სწრაფი გუნდი ჰყავს, რაც არაერთხელ დაამტკიცეს მიმდინარე სეზონში. არც მალაგაა არაა ხელწამოსაკრავი გუნდი. მალაგა პირველად ასპარეზობს ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში და უკვე მეოთხედფინალში მოახერხა გასვლა, რაც ნამდვილად ბევრის მმეტყველია. მაგრამ ფავორიტად მაინც დორტმუნდი რჩება.


IV წყვილი
რეალი მადრიდი - გალათასარაიimage

ამ წყვილს შეიძლება ვუწოდოთ ყველაზე არათანაბარი წყვილი. უდავო ფავორიტი მადრიდელები არიან. მხოლოდ გალათასარაის გულშემატკივარს თუ სჯერა ის, რომ თურქები შემდეგ ეტაპზე ასპარეზობას გააგრძელებენ. მადრიდელები ბოლო რამდენიმე წელია ასეთ კარგ ფორმაში არ ყოფილან. თეთრები ჩემპიონობის ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად მიიჩნევიან.




ასევე გთავაზობთ ტოტალიზატორის ბილეთს, რომელსაც ვფიქრობ მოგების დიდი შანსი აქვს.

image



მოგებას და საყვარელი გუნდის შემდეგ ეტაპზე ხილვას გისურვებთ. გმადლობთ ყურადღებისთვის.

1
572
3-ს მოსწონს
ავტორი:Kurnosa7
Kurnosa7
572
  
ამ ბილეთს იუვენტუსი გაფუჭებს არ წაგებს იუვენტუსი
0 1 1