x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
სოკოს სუპი
imageმასალად საჭიროა:

გამხმარი სოკო - 250გრ

ხახვი - 3თავი

მზესუმზირას ზეთი - 5სუფრის კოვზი


პურის ფქვილი - 1სუფრის კოვზი

დაჭრილი ქინძი - 1/2ჩაის ჭიქა

შავი პილპილი - 1/2ჩაის კოვზი

მარილი - გემოვნების მიხედვით

გამხმარი სოკო რამდენიმეჯერ გავრეცხოთ ცივ წყალში. დავალბოთ რამდენიმე საათით ადრე. შემდეგ მოვხარშოთ იმავე წყალში. წვრილად დაჭრილი ხახვი და ქინძი მოვხრაკოთ ზეთში. მოხარშული სოკოები ამოვიღოთ, დავჭრათ წვრილად და მოვშუშოთ იმავე ზეთში. შემდეგ ისევ ჩავყაროთ ქვაბში, ჩავალესოთ 1სუფრის კოვზი ფქვილი. შევაზავოთ მარილით და შავი პილპილით. კარგი იქნება, რომ სუპში ჩავდოთ 2-3ცალი დაფნის ფოთოლი.


0
1031
3-ს მოსწონს
ავტორი:სესილი
სესილი
1031
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0