x
image
Guns N Roses
როგორ ლამაზდებიან ვარსკვლავები?

imageჰოლივუდელი ლამაზმანები ხშირად ლაპარაკობენ იმ მეთოდებზე, რითაც საკუთარ მომხიბვლელობას ინარჩუნებენ. ამჯერად გაგიმხელთ მირანდა კერის სილამაზის საიდუმლოს, რომელიც არამგონია ბევრისთვის ცნობილი იყოს.ჰოლივუდელი ლამაზმანები ხშირად ლაპარაკობენ იმ მეთოდებზე, რითაც საკუთარ მომხიბვლელობას ინარჩუნებენ. ამჯერად გაგიმხელთ მირანდა კერის სილამაზის საიდუმლოს, რომელიც არამგონია ბევრისთვის ცნობილი იყოს.


მირანდა კერი მოხდენილი გარეგნობის შესანარჩუნებლად იოგას მიმართავს. ვარჯიში ლამის ფეხმძიმობის ბოლო დღემდე არ შეუწყვეტია. როგორც მისი მეგობრები ამბობენ, სწორედ ეს დაეხმარა მშობიარობის შემდეგ ფორმის სწრაფად აღდგენაში. 29 წლის ავსტრალიელი მოდელი საკუთარი სისხლის ჯგუფის შესაბამის განსაკუთრებულ დიეტას იცავს. ხორცს არ მიირთმევს, დაბალკალორიულ პროდუქტებს ირჩევს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჭამის შემდეგ სისხლში შაქრის დონე ნელა იმატებს. უპირატესობას ტუტოვან მენიუს ანიჭებს, წყალსაც კი სპეციალურ ტუტოვან ფილტრში გატარებულს სვამს.
ციტატა: “თუ განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევთ საკვების ხარისხს, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ თქვენი სხეული ძლიერი და ჯანმრთელი იქნება".

1
819
6-ს მოსწონს
ავტორი:Guns N Roses
Guns N Roses
819
  
2013, 12 ივნისი, 23:03
აბბაა
0 1 1