x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
უგემრიელესი სამარხვო კერძი
კერძის მოსამზადებლად დაგვჭირდება:


1 კგ კარტოფილი

2 ერთი თავი კომბოსტო (საშუალო სიდიდის)

3 1 თავი ხახვი


4 1 პატარა ბულგარული წიწაკა

5 მწვანილები


პირველ რიგში ხახვს მოვშუშავთ ქვაბში (ქვაბი რაც შეიძლება დიდი) დაბალ ცეცხლზე. სანამ ხახვი სათანადო დონეზე შეიბრაწება, მანამდე დავკეპავთ კომბოსტოს და ნაწილ-ნაწილ ჩავყრით ქვაბში (ხახვიან)და დაველოდებით სანამ კარგად არ ჩაიშუშება (მოყავისფრო ფერი უნდა მიიღოს).

სანამ კომბოსტო მომზადდება, გავფრცქვნათ კარტოფილი, ბატარა კუბიკებად დავჭრათ და შევწვათ.

როდესაც კომბოსტოც და კარტოფილიც მზად იქნება, აურიოთ ერთმანეთში და ცოტა ბულგარულიც დავუმატოთ. 10 წუთი ვაცადოთ როდის ჩაიხარშება და გამოვრთოთ.ამის შემდეგ დავუმატოთ მწვანილები და მარილი.image

0
815
5-ს მოსწონს
ავტორი:Diva
Diva
815
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0