x
image
Guns N Roses
დღეს „აჭარა ბეთის“ შენობაში ასაფეთქებელ მოწყობილობას ეძებდნენ

imageდღეს დილით გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "აჭარა ბეთის" შენობაში ასაფეთქებელი მოწყობილობა იმყოფებოდა. სამართალდამცველებმა ყველა საჭირო ღონისძიება ჩაატარეს, თუმცა შენობაში ასაფეთქებელი ნივთიერება არ აღმოჩნდა. ასევე უკვე ცნობილია ცრუ ინფორმაციის გავრცელების ავტორი.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად დღეს "აჭარა ბეთის" შენობაში სამართალდამცავები ასაფეთქებელ მოწყობილობას ეძებდნენ. დღეს დაახლოებით ორი საათისთვის შენობიდან თანამშრომლებისა და დამსწრე საზოგადოების ევაკუაცია მიმდინარეობდა. ადგილზე მობილიზებულნი იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები. თუმცა "აჭარა ბეთის" შენობაში ასაფეთქებელი მოწყობილობა არ აღმოჩნდა. ამ დროისათვის უკვე ცნობილია "აჭარაბეთში" ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელების ავტორი. ჯერ-ჯერობით სამართალდამცველები მის ვინაობას არ ასახელებენ, თუმცა, ცნობილია მისი ადგილმდებარეობა და ნომერი, საიდანაც ზარი განხორციელდა. გთავაზობთ ნინო გიორგობიანის განცხადებას: "სამართალდამცველებმა ყველა საჭირო ღონისძიება ჩაატარეს, თუმცა ასაფეთქებელი ნივთიერება არ აღმოჩნდა. უკვე ცნობილია იმ პირის ვინაობა, ვინც დარეკა და ცრუ განგაში გამოიწვია." ცრუ განგაშის ავტორს, თუ ის არასრულწლოვანი არ არის, დეზინფორმაციის შეგნებულად გავრცელებისა და სამართალდამცველების შეცდომაში შეყვანის გამო სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ელის. თუ რაში დასჭირდა დამნაშავეს ამ ინფორმაციის გავრცელება ჯერ-ჯერობით უცნობია, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ეს ყველაფერი ტყუილი აღმოჩნდა და არავინ არ დაზარალებულა. "ნეტა აეფეთქებინათ.. დაისვენებდა ეს ხალხი.."

4
323
4-ს მოსწონს
ავტორი:Guns N Roses
Guns N Roses
323
  
2013, 28 მარტი, 23:33
da ver ipoves vigacam waago
2013, 28 მარტი, 15:07
აურო აფეთქებულიყო რამდენ ოჯახს დაუბრუნდებოდა შემოსავლის წყაროო :D
2013, 23 მარტი, 23:11
უეჭველი ვიღაცამ მაგარი მაყუთი წააგო და გაბრაზებულმა დარეკა კაზინოში ბომბის არსებიობის შესახებ:))))))))))))
2013, 23 მარტი, 22:50
აეფეთქებინათ მაგის მომგონის.........
0 1 4