x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134535
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508596
ყვავილოვანი კომბოსტოს სუპი
imageმასალად საჭიროა:

ყვავილოვანი კომბოსტო – 1კგ

ერბო ან კარაქი – 2ს/კ

პურის ფქვილი – 2ს/კ


კვერცხი – 2ცალი

მარილი – გემოვნების მიხედვით

ყვავილოვანი კომბოსტო მოვხარშოთ დაუჭრელად. კარგად მოხარშვის შემდეგ ამოვიღოთ, ნახარში წყალი კი შევაზავოთ ერბოში მოშუშული ფქვილით. შევდგათ ისევ ცეცხლე და ერთხელ წამოვადუღოთ. სუფრაზე მიტანის წინ გადმოვდგათ ცეცხლიდან და ავურიოთ კარგად ათქვეფილი კვერცხის გული. მოხარშული ყვავილოვანი კომბოსტო კი დავჭრათ წვრილად და ჩავყაროთ ისევ სუპში. სუპი შეგვიძლია კვერცხის გულის მაგიერ არაჟნით ან გათქვეფილი მაწვნით შევაზავოთ.



0
3043
4-ს მოსწონს
ავტორი:სესილი
სესილი
3043
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0