x
image
K.P.
რატომ გაებუტა მამა ნანკა კალატოზიშვილს? მსახიობი მალე ბიჭის დედა გახდება

imageნანკა კალატოზიშვილი ერთ-ერთი ცნობილი მსახიობთაგანია. მასზე ბევრ ჭორს გაიგებთ, მაგრამ თვითონ ამ ყველაფერზე ნაკლებად რეაგირებს. ნანკა ყოველთვის თავისუფლად იქცევა, თავს არაფერში იზღუდავს. ის კალათბურთელ ირაკლი კედიასთან ერთად ცხოვრობს. წყვილი ჯერ არ დაქორწინებულა. ნანკა ამბობს, ბეჭედდასმული ურთიერთობა არ მჭირდება მე და კედო ისეც ერთი პატარა ლამაზი ოჯახი ვართო. ნანკა უკვე შვიდი თვის ორსულია და სულ მალე ბიჭის დედა გახდება. ამ ბოლო დროს ხალხში გასვლას ერიდება, რადგან ყველგან ვირუსებია მოდებული. თავისუფალ დროს წიგნს კითხულობს, ფილმებს უყურებს და ვარჯიშობს. ძალიან უნდა "მინი კედო" (ასე ეძახის შვილს) მალე გაჩნდეს და მასზე იზრუნოს.
ბავშვისთვის სახელი უკვე შერჩეული აქვს, მაგრამ შესაძლოა მის დაბადებამდე აზრიც შეიცვალოს. imageახლა კი თავად ნანკას მშობლებზე გიამბობთ. ნანკა ირწმუნება, რომ მის მშობლებს ერთმანეთი ძალიან უყვარდათ. "მამამ დედა შემთხვევით ნახა მეტროპოლიტენში და დანახვისთანავე მოეწონა. მეორედ რომ ნახა, გამოელაპარაკა. მოგვიანებით უკვე რუსთაველზე ხვდებოდნენ ერთმანეთს. მამას "ლაღიძის წყლების" წინ უყვარდა დგომა. imageდედაც მეგობრებთან ერთად ჩაისეირნებდა ხოლმე რუსთაველზე და მერე ყველა ერთად მიუყვებოდა გამზირ მამას დედა ისე უყვარდა, რომ ყოველდღე სამსახურამდე ფეხით მიაცილებდა. დამშვიდობებისასაც კოცნიდა და შეხვედრისასაც. დედას თანამშრომლებს ერთხანს ის მისი საყვარელიც კი ეგონათ"-გვიამბობს ნანკა. მსახიობს მამა ძალიან უყვარდა, სახელით მიმართავდა და გაუგებრობა მასთან მხოლოდ ერთხელ ჰქონდა. პატარა ნანკამ მამას მოატყუა, რაღაცაზე უთხრა ვჭამეო, მაგრამ ყველაფერს მიუხვდენენ. გაბრაზებული მამა გოგონას ხმას აღარ სცემდა, გაებუტა. ნანკამ მამასთან მიირბინა და კალთაში ჩაუჯდა, ცხადია უხმოდ შერიგდნენ... მსახიობს მეტი ქონფლიქტი მამასთან არ ჰქონია და ეს ძალიანაც უხარია. სამწუხაროდ 14 წლის ნანკას მამა გარდაეცვალა, ბატონი ვოვა 41 წლის გახლდათ, როდესაც აფხაზეთის ომში წავიდა და სამ დღეში დაიღუპა. ნანკას მამა ძალიან ენატება და აკლია. ვუსურვოთ მას წარმატებები...imageimageimageimage


2
1716
15-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
1716
  
2013, 19 მარტი, 21:37
ძალიან მიყვარს ეს გოგო და უდიდეს ბედნიერებას ვუსურვან დიდ და მინი კეიდიასთან ერთად:D:))):*
2013, 18 მარტი, 12:01
ბედნიერებას და წარმატებებს ვუსურვებ ნანკას.
0 1 2