x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
ქართული ოცნება თუ ილუზია?

imageimageროგორც რიგითი საქართველოს მოქალაქე ისე ვუყურებ დღევანდელ მოვლენებს და საზოგადოების ჭკუიდან შეშლა ერთობ მოქმდებს ჩემს ფსიკიკაზე, პოლიტიკური მრავალფეროვნებით ყოველთის გამოვირჩეოდით, თუმცა წელს მრავალფეროვნებასთან ერთად აგრესიაც გაჩდა, პოლიტიკური აზრთა სხვადასხვაობის გამო ახლო ნათესავებიც კი გადაეკიდნენ ერთმანეთს, მეგობრებზე და ნაცნობებზე აღარფერს ვამბობ. სოციალურ ქსელებში ლანძღვა-გინების კოეფიციეტმა საგრძნობლად იმატა, აპოლიტიკური და გასართობის გვერდებიც კი გაბრაზებული, პოლიტიკაზე გაგიჟებული ზომბების ბილწი სიტყვებით არის გადატენილი. ჩემდა სამწუხაროდ ვეღარც ტელევიზორს ვუყურებ და ვეღარც გაზეთს ვკითხულობ... ბინძური პოლიტიკა, ბინძური პოლიტიკა და კიდევ ბინძური პოლიტიკა, აბსოლიტურად ყველგან! ო, ღმერთო ჩემო, როდის გვეღირსოს ჩვენ "ნატო" და მშვიდი პოლიტიკური ცხოვრება?! რა არის ნეტავ ქართველი ხალხის ოცნება? და არა ქართული ოცნება, ქართველი ხალხი ოცნებობოს ერთიან საქართველოზე, თუმცა ოცნებაც კი საკმაოდ ძვირი გვიჯდება, ჩვენ მაგივრად ოცნებობენ სხვები და ის კი ავიწყდებათ რომ ხანდახან ოცნება ოცნებადვე რჩება... რა არის ქართული ოცნება? საქართველო " ნაციონალების" გარეშე? თუ საქართველო ილუზიათან ერთად, რომელსაც ქართული ოცნება ჰქვია? ამის წაკითხვის შემდეგ ვიცი, ჩემი მისამართითაც არ დაუშურებენ ლანძღვა-გინებას, უცებ "ნაციონალს" დამიძახებენ, მაგრამ რატომ? იქნებ მეც თქვენსავით მეოცნებე ვარ, მეც მაქვს ჩემი ქართული ოცნება და საერთოდ ამ ქვეყანაში ყველას თავისი ქართული ოცნება აქვს და ყველა თავისას მიერეკება ! როდის დამთავრდება ეს ამაზრზენი პოლიტიკური ქიშპობა და როდის შეიგნებთ რომ საკუთარი თავისა და უფლის მეტი ჩვენი ბედნიერებისთვის არავინ იბრძოლებს! დაანებეთ თავი კერპეპის შექმნას და რეალეობას გაუსწორეთ თვალი!

10
58
4-ს მოსწონს
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
58
  
2013, 15 მარტი, 9:37
ჩემი პრობლემა ზუსტადაც საკუთარი თავის თვით რეალიზაციაა და ჩემნაირი კიდევ ბევრია ვისაც ასეთი პრობლემა აწუხებს, სიმართლე გითხრათ ვერც ერთ თქვენ მიერ ჩამოთვლილ ცნებას ვერ ვხედავ ჩემს ირგვლივ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ყოველთვის ასე იქნება
2013, 15 მარტი, 0:03
ადამიანის ადამიანად რეალიზებას ჭირდება ღირებულებათა სისტემა, ფასეულობათა პროგრესული ქსელი და სხვისი ცხოვრების პატივისცემა, შენ რომელს ხედავ აქედან შენს ირგვლლივ??/
2013, 11 მარტი, 18:54
მაინც იმედი მაქვს რომ ჯერ დაკარგული არაფერია, რავიცი ...
2013, 11 მარტი, 17:55
ჩვენი ძმობის სიყვარული ჯობია ამ ყველაფერს. სჰენ რასაც ეძებ დიდი ხანია დაკარგულია ჩემო კარგო და ახლა ხან ვოცნებობთ და ხანაც სიზმრებს ვხედავთ
2013, 10 მარტი, 20:17
როგორც ჩანს კი არა არ არის ჩემი საქმე და მე ეს ვიცი, რომ არ ვიცოდე ახლა მეც რომელიღაცა ახალგაზრდული პარტიის წევრი ვიქნებოდი, ამ სტატიით ზუსტად მაგას ვამტკიცებ და მიხარია რომ თქვენ ეს შენიშნეთ
2013, 10 მარტი, 20:15
კარგი იქნებოდა ყველა თქვენსავით ფიქრობდეს
2013, 10 მარტი, 20:05
მჯერა და მაგის იმედი მაქ...
მხოლოდ მაშინ ახდება ჩვენი ქართული ოცნება, როდესაც ჩვენ გასაკეთებელ საქმეს გავაკეთებთ ყველა...
სიტყვა მარტო სიტყვა არ უნდა იყოს, საქმე უნდა მოყვებოდეს ჩვენ სიტყვას...
“საქმე სიტყვიანი და სიტყვა საქმიანი“
2013, 10 მარტი, 20:04
პოლიტიკა არ არის როგორც ჩანს თქვენი საქმე,სხვა თემაზე დაწერეთ სტატია
2013, 10 მარტი, 19:45
რაც ჩემი გასაკეთებელია ამ ქვეყანაში დამიჯერე გავაკეთებ ადრე თუ გვიან, უფროსწორად როგორც კი ამის შესაძლებლობა მომეცემა
2013, 10 მარტი, 19:08
შენმა ქვეყანამ საქმე რომ მოგთხოვოს, მაშინ რასა იქმ?
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10