x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134405
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508494
სხვა საქართველო აქ არის!-"ბნელი ჩრდილები" (ანალიზი)

imageხომ ამბობენ არის ისეთი თემები რასთან შეხების უფლებაც არავის აქვსო! მაგალითად სამშობლო, რწმენა, ისტორია... და ა.შ.

ყველას ასე დაემართებოდა. როდესაც სტატიას ხედავ ვიღაც ახალბედა მწერლის შესახებ, თურმე საქვეყნოდ რომ მონდომებია სააშკარაოზე გამოეტანა ჩვენი სამშობლოს წარსული თუ აწმყო.

რთული თემაა და ალბათ ბევრს ექნებოდა უარყოფითი რეაქცია .

ქართველები ვართ! ჩვენი სამშობლო სისხლით და ოფლით, რომ მოგვიყვანია აქომამდის და ისიც ვიცი არ აქვს ყველას მასთან შეხების უფლება.


აგრესიული ტონით ვკითხულობ. ჩემი პოზიცია ურყევია. მაპატიეთ!

"სწორედ ესაა მთის ხიბლი. იგი ყოველთვის ისეთი გხვდება როგორიც დატოვე."

ერთ პატარა წინადადებაში ყველა მთიულის გულისცემა იგრძნობა.

გასაოცარი სისწრაფით იშლება ჩვენს თვალწინ ყველა დროების გადაუჭრელი და მანკიერი პრობლემები. ავტორიც არ იშურებს, როგორღაც მთელი სიმძაფრით გამოუჩინოს სახე ღირსებაწახდილ, შუბლზე ძარღვგაწყვეტილ საზოგადოებას, მათ დაუნდობლობას და ამავე დროს მლიქვნელურ სათნოებას.

ჟრუანტელის მომგვრელია ურთიერთობა ნამუსგარეცხილ მოსამართლესა და და მასზე უარეს ვაჭარს შორის. თურმე პირნათლად რომ იხდის ფულს ხაზინაშიც, საწირავშიც და "ხშირად უფრო მეტსაც". რა სასტიკია რეალობა! ყოველთვის პასუხს რომ აგებენ ჩაგრულები, მჩაგვრელები კი "საწყლებად" რჩებიან. განა არ არის ჩვენი რეალობა?!

თუმცა იმედი არსდროს კვდება, იმედი იმისა, რომ ვიღაც სინათლის სხივივით შემოიჭრება და ადამიანებს იმედს მისცემს. სწორედ ასეთ იმედის სხივად გვევლინება საგის მთავარი პერსონაჟი მაღალი არისტოკრატიული ფენიდან, რომელიც ჩაგრულის მხარეს იჭერს და არა მჩაგვრელისას. ძნელი დასაჯერებელია, თუმცა სწორედ ეს იმედის სხივი ყავს მოძულებული სრულიად სამყაროს. განა არ არის ჩვენი რეალობა?!

საზღვრებს არბევენ, ხალხს იტაცებენ, ნამუსს ხდიან, ახალ საზღვრებს ადგენენ, მლიქვნელობენ, ჯარისკაცებს ხოცავენ, შანტაჟიორობენ, ინტრიგებს ხლართავენ, ჟრუანტელის მომგვრელია, მაგრამ განა არ არის ჩვენი რეალობა?

მეფის ასული რევოლუციონერია! სამყაროს შეცვლის იდეით შეპყრობილი. უპირისპირდება ყველას და ყველაფერს გვირგვინის ჩათვლით. მისი იდეები და მიზნები ყველასთვის მიუღებელია და ალმაცერად უყურებს ყველა, განსაკუთრებით იმიტომ რომ ქალია. რატომღაც მგონია, რომ თამარის პროტოტიპი, მაგრამ მეეჭვება კრიერის დასაწყისში თამარი ამდენად მყიფე და შეუალი ყოფილიყო.

განსაკუთრებუთ თვალშისაცემი პერსონაჟი მეფის ასულის აღმზრდელია. მოხუცი ბრძენკაცი, რომელიც ფაქტიურად მოსიარულე გენიოსია. რატომღაც მგონია, რომ სოლომონ ბრძენს გავს. ერეკლეს და სოლომონის დიალოგი გამახსენდა "ბედი ქართლისა"-დან.

თავად მეფეზე რა გითხრათ. თითქოს თავად საქართველოა. დაცემისთანავე, რომ გამოსავალს არასწორ გზაზე დაეძებს. სიმართლეს უკუაგდებს და წარმატებით ებმევა ყოველ დაგებულ მახეში. განა არ არის ჩვენი რეალობა?!

მისტიური პერსონაჟია დედოფალი. ნორმალურად ვერ შევძელით მისი სახე დაგვენახა, მაგრამ იგრძნობა მისი ძალა და უნარი.

მეფის ძმიშვილი კი იმ მოღალატის ტიპიური სახეა მისნაირი ერთო ყოველთვის რომ მოგვეძებნება ქვეყანაში.

მეფის ასულთან შემაერთებელი სამკუთხედი განსაკუთრებით საინტერესოა. მეფის მრჩეველი, პროგრესულად მოაზროვნე და გალანტური ვერსი და სახელგატეხილი უცხოელი პრინცი. თითქოს დასავლეთსა და რუსეთს შორის გახლეჩილი საქართველოა თავად მეფის ასული. გული პროგრესზე რომ შეჰვარდნია, სამყარო კი ჯოჯოხეთისკენ ექაჩება. ჩვენი ქვეყანა. საცოდავი საქართველო გამუდმებით არჩევანის გარეშე დაგდებული და გაუბედურებული! სხვისგან მართული და იძულებით დაჩოქებული!განა არ არის ჩვენი რეალობა?!

მეზობელ იმპერიაზე რა შეიძლება ითქვას? ცალსახად რუსეთის პროტოტიპია. ბნელი, მიუალი, ჯმუხი და უკუნი. სხვისი განადგურებისთვის მომართული, მაშინ როცა საკუთარი დაუცველი ჰყავს. მაშინ როცა სხვისთვის მტრობას აპირებს, თავად ხდება ძალადობის და ზიზღის მსხვერპლი. გარეთ ძალის დემონსტრატორი _ წამიერად იწყებს შიგნიდან რღვევას. განა არ არის რეალობა?!

ცალსახად ცხადია რომ იმპერიაში კანონი არ კანონობს. ადამიანებს ფასი არ აქვთ. ინტრიგები კი მთავარი მამოძრავებელი ძალაა. ორ ქვეყანას შორის დადებული სადაო ტერიტორიები კი არასწორ არჩევანს აკეთებენ. კონფლიქტს აღვივებენ და ღალატს არ ერიდებიან. განა არ არის ჩვენი რეალობა?!


ნაწარმოებში განსაკუთრებით თვალშისაცემია დიდებული აღწერები. მიდრული თუ ღარიბული გარემო. სასახლეები, ბაზრები, სამოსი, პერსონაჟთა ვიზური მხარე. ყოველი მათგანი დახვეწილი და მიმზიდველია. თითქოს იქვე ხარ და ყველაფერი შენს თვალწინ ცოცხლდება.

ეს არის წიგნი რომელიც უნდა გამოიცას.

დღეს როდესაც ჩვენს მიწებზე მავთულხლართებს გვიბამენ იმპერიის დავალებით!

დღეს როდესაც ჩვენს ხალხს იტაცებენ და ხოცავენ!

დღეს როდესაც ჩვენ ხალხს ვეღარ ვიცავთ!

დღეს როდესაც ჩვენი მტერი ასე ახლოა!

ჩვენ გვჭირდება ამ მტრის დანახვა. ჩვენ გვჭირდება იმედი. ჩვენ გვჭირდება მიზანი.

ჩემი აზრით ამ ნაწარმოებს ხმა უნდა მისცეს ყველა ქართველმა. განსაკუთრებით კი იმათ ვისაც საკუთარ თავზე უწვნევია რუსული აგრესი. ვისაც უგძვნია ჩაგვრა.

ჩემი აზრით ეს წიგნი ეხება ყველა იმ გმირს რომელიც დავკარგეთ იმპერიალისტურ რეჟიმთან ბროლის დროს.


რამდენიმე ფრაზა ნაწარმოებიდამ:

-სიყვარული არ ირჩევს სწორ ან არასწორ გზას. სიყვარული გაძლევს ილუზიას წარმოიდგინო თავი უნიკალურ ადამიანად და ხშირად გასავლელ გზაზე მნიშვნელოვანი სწორედ ეს ილუზია ხდება.

-სამყარო კვდება სიკეთის მოლოდინში. თავად სიკეთე კი სამყაროს შეცვლის მდელობაში

-ყველა ადამიანი აჩრდილია: წარსულის, აწმყოს ან მომავლის.

-ადამიანებს ათასი ფუტი ლოდი რომ აუზიდო მთაზე. ზედ სალოცავიც რომ დაუდგა. ღმერთებს მის მაგივრადაც რომ ეთაყვანო. თავად ისიც რომ გააღმერთო. მთავარია ერთხელ ტქვა არა და ყველაფერი რაც მის სასიკეთოდ გვიქნია დავიწყებას მიეცემა და არარაობად გაქცევს.

-სისხლი უნდათ? ჰოდა მივცეთ! დაე იცეკვონ ყვავ-ყორნებმა მათ თავზე.

-მე რა მეფე ვარ თუ საკუთარი ხალხის დაცვა არ შემიძლია.

-პატივისცემა, არამც და არამც არ აგერიოს იგი სიყვარულში. გვიყვარს მხოლოდ მოყვარენი. პატივისცემა კი, ოჰ ეს ისეთი ცნებაა, რომ ხშირად მტრებთან უფრო იჩენს თავს.


ნაწარმოების წაკითხვა შესაძლებელია აქ:》

წიგნის ავტორი: თათია ტაბატაძე


0
85
3-ს მოსწონს
ავტორი:ლიპარტელიანი მარიამო
ლიპარტელიანი მარიამო
85
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0