x
image
Guns N Roses
"ერისიონს" სირცხვილის კორიდორი ელის"

imageროგორც მოგეხსენებათ ორგანიზაცია "ერისიონი" ამჟამად იმყოფება რუსეთში და და ასე ვთქვათ "ოკუპანტის კარზე ცეკვავს". მოცეკვავეების ასეთი საქციელი არ მოეწონათ ქართველ "პატრიოტებს", რამდენადაც როგორც ყველას გახსოვთ 2008 წლის აგვისტოს რუსეთის ჯარი საქართველოს ტერიტორიაზე გადმოვიდა და ამას უამრავი ქართველი ადამიანი ემსხვერპლა. "პატრიოტების" აზრით რუსეთში ვიზიტი და ოკუპანტის კარზე ცეკვა ეროვნული სირცხვილია. ქართველი "პატრიოტები" 11 მარტს ( ამ დროს ბრუნდება საქართველოში "ერისიონი" ) მოსკოვიდან დაბრუნებულ "ერისიონს" თბილისის აეროპორტში აქციას "ნუ უცეკვებ ოკუპანტს" მოუწყობენ და ე.წ. სირცხვილის კორიდორში გაატარებენ.
გთავაზობთ გიორგი მაზმანიანის განცხადებას:

"იმ ფონზე, როდესაც 2008 წლის 8 აგვისტოს რუსული სამხედრო აგრესიას არა მხოლოდ ქართველი ჯარისკაცები, არამედ მშვიდობიანი მოქალაქეებიც ემსხვერპლნენ, რუსეთში ვიზიტი და ოკუპანტის კარზე ცეკვა ეროვნული სირცხვილია.

ანსამბლი “ერისიონი" - ოდესღაც ქართული სიამაყე და საოცრება. რატომ "ოდესღაც?" იმიტომ, რომ დღეს "ერისიონმა" არჩია ოკუპანტის კარზე ცეკვა და ოკუპანტის გართობა, იმ ოკუპანტისა, რომელმაც ასწლეულების განმავლობაში ათასობით ჯარისკაცი, საქართველოს შვილი დაგვიხოცა, იმ ოკუპანტისა, რომელიც 2008 წლის აგვისტოში, ჩვენს დედებს, მამებს, დებს, ძმებს, ცოლებსა და შვილებს დაუნდობლად უსწორდებოდა, იმ ოკუპანტისა, რომელსაც ოდითგანვე ჩვენი სამშობლოს მიწასთან გასწორება სურს და დღეს არის სირცხვილი, რომ ქართული საცეკვაო ანსამბლი აპირებს ამ ოკუპანტის კარზე ცეკვას. "ერისიონი" ქართული საოცრებიდან – ქართულ სირცხვილამდე".

2
402
3-ს მოსწონს
ავტორი:Guns N Roses
Guns N Roses
402
  
2013, 7 მარტი, 21:55
რას აბრალებენ ერისიონს ამათი დდშვც
2013, 5 მარტი, 15:09
ზალიან მაინტერესებს მაზმანიანი სად იყო ომის დროს და რას აკეთებდა
0 1 2