x
image
DianaMaverick
მოთხრობა სიყვარულზე
image

ერთხელ 1 ქალი გამოვიდა სახლიდან და მის წინა ეზოში 3 უცნობი თეთრ წვერებიანი მამაკაცი შეამჩნია.



image


-''მგონი არ გიცნობთ მაგრამ როგორც ჩანს დაღლილი ბრძანდებით და გეშიებათ, შემობრზანდით და რამეს მოგართმევთ.''-უთხრა ქალმა და შეიპატიჟა უცნობი სტუმრები.





imageimageimage

-''თქვენი მეუღლე სახლშია?''-ჰკითხეს მათ.

-''არა, სამსახურშია.''-უპასუხა ქალმა.

-''მაშინ ვერ შემოვალთ...''-თქვეს ერთხმად.




საღამოს, როდესაც მისი ქმარი დაბრუნდა სამსახურიდან, ცოლმა მას ყველაფერი უამბო.

image




-''წადი და ისევ შემოიპატიჟე, უთხარი რომ მოვედი!''-მიუგო მეუღლემ.










ქალი მათთან მივიდა და ისინი კვლავ შეიპატიჟა.

-''სახლში ყველა ერთად ვერ შემოვალთ''-უპასუხეს მათ.

-''ასე რატომ?''-იკითხა ქალმა.

მაშინ ერთ-ერთმა მათგანმა უთხრა:-''მას სიმდიდრე ქვია''-და თითი ერთ-ერთისკენ გაიშვირა.image








image-''ეს კი წარმატებაა''-და მეორეზე ანიშნა.









image


-''მე კი სიყვარული ვარ''-და თავისი თავიც გააცნო.-''ეხლა წადი და შენს მეუღლესთან ერთად გადაწყვიტე რომელი გინდათ რომ შემოიპატიჟოთ''






imageimage ქალი შევიდა სახლში და ქმარს უთხრა თუ რაშიც იყო საქმე.

კაცმა ბევრი იხალისა, გაეღიმა და უთხრა:-''მშვენიერია!!!მოდი ყოველი შემთხვევისთვის სიმდიდრე შემოვიპატიჟოთ და ჩვენი სახლი სიმდიდრით აავსოს.'' -წამოიძახა მან.ცოლი არ დათანხმდა..''ჩემო ძვირფასო, წარმატება ხომ არ შემოგვეპატიჟებინა?და იქნებ სამსახურშიც დაგაწინაურონ.'' -დასძინა მან.ამ საუბარს მეორე ოთახიდან მათი რძალი უსმენდა.გაიგონა რა მათი დისკუსია, იგი თავისი რჩევით გამოვარდა გახარებული ოთახიდან და თქვა:'-'ხომ არ ჯობია სიყვარული შემოგვეპატიჟებინა?და ჩვენ სიყვარულით ბედნიერები ვიცხოვრებდით.''

-''მოდი ჩვენი რძლის არჩევანს ვენდოთ, ''-დაიძახა ქმარმა.-''წადი და სიყვარული შემოიპატიჟე''.

ქალი გარეთ გავიდა და იკითხა თუ რომელი მათგანი იყო სიყვარული.

-''ჩვენ სიყვარული გადავწყვიტეთ და გთხოვთ შემობრძანდეთ''-თქვა მან.

სიყვარული ადგა და მათი სახლისაკენ გაეშურა.დანარჩენი ორნიც წამოდგა და მას თან გაჰყვნენ.გაკვირვებულმა ქალმა ჰკითხა სიმდიდრეს და წარმატებას:

-''მაგრამ მე მხოლოდ სიყვარული დავპატიჟე, თქვენ რაღატო მოდიხართ?''

-''თუ თქვენ წარმატებას ან სიმდიდრეს აირჩევდით, დანარჩენი ორი დარჩებოდა, მაგრამ თქვენ რადგან სიყვარული აირჩიეთ, სიყვარულს თან ახლავს სიმდიდრე და წარმატება და სადაც წავა ყველგან დავყვებით, სადაც სიყვარულია, იქ წარმატებაც და სიმდიდრეც მუდამაა!!!!''-იყო მათი პასუხი.


P.S.ეხლა შენ ვინც ამას კითხულობ, გაქვს 2 არჩევანი...

1.გადახვიდე სხვა პოსტზე ან

2.დააჭირო ''მომწონს''-ს და ამით სიყვარული დაპატიჟოთ თქვენს ოჯახში. ♥

10
914
6-ს მოსწონს
ავტორი:DianaMaverick
DianaMaverick
914
  
2014, 19 მარტი, 16:55
ძალიან კარგია.გაიხარე.
2014, 23 იანვარი, 12:50
ძალიან მომეწონა
2013, 4 მარტი, 20:19
:D მადლობა.
2013, 4 მარტი, 20:14
შენც ასევე ;)
2013, 4 მარტი, 15:10
:):):) წარმატებები. ;)
2013, 4 მარტი, 14:43
დავაჭირე მომწონს და ველოდები აბა ))) კარგი მოთხრობაა მომეწონა
2013, 3 მარტი, 23:59
მომეწონა:)
2013, 3 მარტი, 21:58
:) გაიხარე,მადლობა. ♥ :)
2013, 3 მარტი, 21:55
მომეწონაა
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10