x
image
DianaMaverick
როგორ ზემოქმედებს ფერები ჩვენს განწყობაზე,გრძნობებსა და ქცევებზე.
პაბლო პიკასოს უთქვამს:-''ფერები, როგორც თვისებები, თან სდევს ემოციებათა ცვლილებას.''

ზოგიერთი მეცნიერი ამბობს რომ ფერის მიხედვით ადამიანის პიროვნების ამოცნობაც კი შეიძლება...უფრო მეტიც, არსებობს ცნება რომ ფერები ძალიან დიდ გავლენას ახდენს ჩვენს ხასიათზე, არჩევანზე, მოქმედებაზე და ბევრ სხვა წვრილმანზე რასაც არც კი ვაკვირდებით..მაგალითად:თავს მოუსვენრად გრძნობთ ყვითელ ფერებში გაწყობილ ოთახში?ლურჯი ფერი გამშვიდებთ?

მხატვრებმა და ინტერიერ დიზაინერებმა დიდი ხანია გააცნობიერეს თუ რამდენად მოქმედებს ფერი ადამიანის განწყობა, გრძნობასა და ემოციებზე.ეს ძლიერი საკომუნიკაციო საშუალებაა და შეიძლება ამან რაიმე კონკრეტული მოქმედების ჩადენისაკენ გიბიძგოს, ზეგავლენა მოახდინოს განწყობაზე და ფიზიოლოგიური რეაქციებიც კი გამოიწვიოს.გარკვეულ ფერებს შეუძლიათ წნევის აწევა, ნივთიერებათა ცვლის მომატება, ან სულაც თვალების გაღიზიანება.რა თქმა უნდა, თქვენი გრძნობები ფერებთან, შეიძლება ღრმად პიროვნული და საკუთარ გამოცდილებაზე ან კულტურაზე იყოს დამკვიდრებული.მაგალითად, თეთრი ფერი ბევრ დასავლურ ქვეყნებში წარმოადგენს სიწმინდეს და უმანკოებას, მაშინ როცა იგი აღმოსავლურ ქვეყნებში გლოვის სიმბოლოდაა მიჩნეული.

რატომ ახდენს ფერები ამხელა ზეგავლენას ჩვენს ცხოვრებაზე?როგორ შეიძლება იმოქმედოს მან ჩვენს სხეულსა თუ გონებაზე?


რა არის ფერი?

1666 წელს, ინგლისელმა მეცნიერმა სერ ისააკ ნიუტონმა აღმოაჩინა რომ თუ პრიზმას სუფთა თეთრ შუქს მივანათებთ, ის მრავალ ფერებად განიშლება.ნიუტონმა აგრეთვე დაადგინა რომ თითოეული ფერი შედგება 1 ტალღის სიგრძისაგან და შეუძლებელია მისი სხვა რომელიმე ფერში დაყოფა.

imageimage









image






image











მრავალმა ექსპერიმენტმა აჩვენა რომ შუქით შეიძლება სხვა და სხვა ფერები წარმოქმნა.მაგალითად, წითელი შუქი ყვითელ შუქთან ერთად გვაძლევს ნარინჯისფერს.

image

ზოგი ფერი, როგორიცაა ყვითელი და მეწამულისფერი, ერთმანეთს სრულიად აუქმებენ და ვიღებთ თეთრ ფერს.

image

თუ თქვენ ოდესმე დაგიხატავთ, მაშინ ალბათ შეგიმჩნევიათ რომ სხვადასხვა ფერების შერევით მიიღება ახალი ფერი.

image


ფერების ფსიქოლოგია-ფერების ფსიქოლოგიური ზეგავლენა.

მიუხედავად იმისა რომ ფერების აღქმა გარკვეულწილად სუბიექტურია, ზოგიერთი ფერი უნივერსალური მნიშვნელობისაა.ფერები წითელი სპექტრის სივრცეში ცნობილია როგორც თბილი ფერები, წითელი, ნარინჯისფერისა და ყვითელის ჩათვლით.ესეთი თბილი ფერები მშვიდ და თბილ ხასიათს გვიცვლიან და მტრულ და ცუდ ხასიათზე გვაყენებენ.

ფერები ლურჯი სპექტრის ფონზე ლურჯი, მეწამულისა და მწვანეს ჩათვლით, მიჩნეულია როგორც ცივი ფერები.ესეთი ფერები დახასიათებულია როგორც მშვიდი ფერები, მაგრამ ამასთანავე მას შეუძლია სევდიან განწყობაზე დაგვაყენოს.

ფერების ფსიქოლოგია როგორც თერაპია.

ზოგიერთი ძველი კულტურა, ეგვიპტურისა და ჩინურის ჩათვლთ, ქრომოთერაპიას ატარებდნენ და ფერებს განსაკურნავადაც კი იყენებდნენ.ქრომოთერაპია მოიხსენიება როგორც სინათლის თერაპია, და იგი დღესდღეობითაც მკურნალობის ერთ-ერთი ალტერნატიული საშუალებაა.

ამ მკურნალობაზე დაყრდნობით:

წითელი ფერი გამოყენებული იყო სხეულის სტიმულირებისთვის და სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად.

ყვითელი ფერი მიჩნეული იყო როგორც ნერვების სტიმულირების საშუალება.

ნარინჯისფერი გამოყენებული იყო ფილტვების განსაკურნად და ასევე ენერგიის მოსამატებლად.

ლურჯი ფერი ავადმყოფობისა და ტკივილის შესამსუბუქებელი საშუალება იყო.

მუქი ლურჯი ფერის ჩრდილები კი კანის სამკურნალოდ გამოიყენებოდა.

ფსიქოლოგთა უმრავლესობა ფერების თერაპიას სკეპტიკურად უყურებდნენ და ამბობდნენ რომ ეს გაზვიადებული იყო.ფერებს სხვა და სხვა კულტურაში განსხვავებული მნიშვნელობა აქვთ.კვლევებმა აჩვენა რომ ფერების ზეგავლენა ადამიანის გუნება-განწყობილებაზე მხოლოდ დროებითია...მაგალითად, ლურჯ ფერებში მოწყობილმა ოთახმა თავდაპირველად შეიძლება სიმშვიდე მოგვგვაროს, მაგრამ მალევე შეგვეცვლება ხასიათი.

და ბოლოს, წარმოგიდგენთ რამოდენიმე ფერის ამჯერად ფსიქოლოგიურ განმარტებას:

imageწითელი:საფრთხისა და თავგადასავლების მოყვარული, ვნებიანი, ენერგიული და თბილი.(წითელი ფერი გაიძულებს სამყაროს ოპტიმისტურად შეხედო).






imageვარდისფერი:საყვარელი და ენერგიული.(ვარდისფერი ძალიან მხიარულ ხასიათზე გაყენებს).









imageნარინჯისფერი:სტაბუილური და გულითადი.(ნარინჯისფერმა შეიძლება აზრიც კი შეგაცვლევინოს...იგი ეხმარება საჭმლის მონელებას)








imageმწვანე:უყვარს ბუნება, ენერგიულია, წყნარი და მშვიდი, გაწონასწორებული.(არის სადღაც წითელსა და ლურჯს შორის).









imageიასამნისფერი:ქალურია.(სულიერი საგნები...მანძილი ცასა და დედამიწას შორის).










imageყვითელი:მხიარული და ენერგიული.(ყვითელი ფერი ასტიმულირებს ინტელექტს).











imageლურჯი:მშვიდი, ერთგული, შორსმჭვრეტელი.(ლურჯი ფერი ამშვიდებს, ხელს უწყობს ინტელექტუალური აზრების დაბადებას, გვეხმარება შიმშილის გადალახვაში და გვიცავს კიდეც კოშმარებისგან).


imageმეწამულისფერი:კრეატიული, მხიარული და იდუმალია.(მეწამულისფერი ასოცირდება ეშმაკთან და მაგიასთან).


imageყავისფერი:ფრთხილი და სტაბილურია.











imageშავი:ექსცენტრულია.(შავი ფერი ასოცირდება სიკვდილთან, დრამასთან...ეს ისეთი ფერია ყველა ფერს რომ შთანთქავს და მათგან არაფერს ტოვებს).






ზოგი ფიქრობს რომ მანქანის ფერი მის მეპატრონეზე, საკმაოდ ბევრს მეტყველებს...საინტერესოა რას იტყვიან ისინი თუ მე წითელი ფოლკსვაგენი მყავს შავი კოპლებით? :Dimage











P.S.რამდენად მართალია არ ვიცი, თუმცა რეალობასთან ახლოსაა. :)

0
1280
შეფასება არ არის
ავტორი:DianaMaverick
DianaMaverick
1280
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0