x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508610
თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში კვლავ გრძელდება რეორგანიზაცია

მოგახსენებთ, რომ 13 თებერვალს გამოქვეყნდა ყოფილ სამხედრო პოლიციელთა ღია წერილი, რომლითაც წერილის ავტორებმა მინისტრს აცნობეს, რომ ახალმა ხელმძღვანელობამ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე მოხსნა დაკავებული თანამდებობიდან რამოდენიმე ასეული თანამშრომელი. 2012 წლის დეკემბერში თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში რეორგანიზაციის შედეგად 1159 თანამშრომელი კადრების განკარგულებაში იქნა გადაყვანილი, რომელთაგან 568 პირი წარსული საქმიანობის, გამოცდილების და პროფესიონალიზმის შესწავლის შემდეგ, კვლავ დაინიშნა სხვადასხვა თანამდებობებზე სამხედრო პოლიციაში. ხოლო 226 სპეცდანიშნულების რაზმის სამხედრო მოსამსახურე თავდაცვის სამინისტროს სპეციალური ოპერაციების ძალების დაქვემდებარებაში გადაიყვანეს. პროკურატურამ კი 3 თანამდებობის პირს წაუყენა ბრალი და ისინი გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობებიდან, ხოლო 362 კაცი კვლავ რჩება კადრების განკარგულებაში და ხდება მათი კვალიფიკაციისა და გამოცდილების შეფასება. მინისტრის ბრძანებით სამსახურს ვერ შეინარჩუნებენ ის პირები, რომელთაც ჩადენილი აქვთ სისხლის სამართლის დანაშაული ან სხვა სახის მნიშვნელოვანი დარღვევები, ასევე ის პირები, რომლებსაც არა აქვთ საკმარისი გამოცდილება და კვალიფიკაცია და თანამდებობებზე ნათესაური კავშირების შედეგად ან სხვა სუბიექტური ნიშნით იყვნენ დანიშნულები. მინისტრის განცხადებით, ეს ყოველივე იმ მიზანს ემსახურება რომ სამხედრო პოლიციაში გამოსწორდეს ვითარება და წესრიგი დამყარდეს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. აგრეთვე მინისტრის განცხადებით წინა წლებში სამხედრო პოლიციის იმიჯი შელახული იყო და მისი თანამშრომელთა გარკვეული ჯგუფი დანაშაულებრივ ქმედებებში იყო ჩართული.

ღია წერილში ვკითხულობთ, ყოფილმა სამხედრო პოლიციელმა ირაკლი კოდუამ განაცხადა, რომ მიმდინარე წლის 12 იანვარს, სამხედრო პოლიციის სენაკის განყოფილებიდან 40-მდე თანამშრომელი დაითხოვეს. ირაკლი კოდუას თქმით, მათ შეხვდა სამხედრო პოლიციის დეპარტმენტის უფროსის მოადგილე სერგო ჩაჩიბაია და უთხრა, რომ მეგის ქარდავას და კოხტა კოდუას რეკომენდაციით მისულმა თანამშრომლებმა უნდა დატოვონ სამხედრო პოლიცია. როგორც წეღან აღვნიშნე გათავისეფლებულ სამხედრო პოლიციელთა ღია წერილში ასევე ეწერა, რომ სამხედრო პოლიციის უფროსის მოადგილე სერგო ჩაჩიბაია ნასამართლევი იყო, რაც სამინისტრომ უარყო და გასცა პასუხი, რომ მათ შეეძლოთ აღნიშნული ინფორმაცია გადაემოწმებინათ როგორც სასამართლოში, ისე სამართალდამცავ ორგანოებში. და ბოლოს, ღია წერილის პასუხში ვკითხულობთ, რომ სამინისტროს მთავარი მიზანია შეიარაღებულ ძალებში სამართლიანობის, პროფესიონალიზმის, გამჭვირვალობისა და პასუხისმგებლობის დამკვიდერება.



2
140
2-ს მოსწონს
ავტორი:LEVAN_001
LEVAN_001
140
  
2013, 22 თებერვალი, 14:19
მეც ვიცი ჩემო კარგო, მეც კადრების განკარგულებაში ვარ გადაყვანილი
2013, 22 თებერვალი, 14:00
აბსოლიტურად ყველაფერი ვიცი მანდ რაც ხდება, დედაჩემი მუშაობს და რავი როგორ გითხრათ :D
0 1 2